გლობალური პანდემიის და თვითიზოლაციის პერიოდში სასარგებლო იქნება თუ დროს პროდუქტიულად გამოვიყენებთ და რაღაც ახალს შევისწავლით. შესაძლოა ეს ისეთი რამე იყოს, რასაც დიდი ხნის მანძილზე დროს ვერ ვუთმობდით. სხვდასხვა კომპანიები სპეციალურადაც სთავაზობენ სახლებში მყოფ მოსახლეობას უფასო ონლაინ კურსებს, რათა მათ განვითარებას დისტანციურად შეუწყონ ხელი.
#1 ახალი ენის შესწავლა
ჯერჯერობით ვერ ვმოგზაურობთ, თუმცა კარგი იქნება თუ სამომავლო მოგზაურობისთვის საყვარელი ან სასურველი ქვეყნის ენას შევისწავლით. ამასთან ეს შესაძლოა სამსახურისთვისაც გამოგვადგეს.
Duolingo - Babbel - Language Learning With Netflix
#2 საჭმლის მომზადება
თუ აქამდე ვერ იცლიდით სამზარეულოში გეფუსფუსათ, ახლა დროა ინგრედიენტებს გადახედოთ და ხელოვნების ნიმუშები შექმნათ.
გახდით ინსტაგრამზე მასიმო ბოტურას მიმდევარი. ის ყოველდღიურად აზიარებს მარტივ, გემრიელ რეცეპტებს ლაივ ვიდეოებითა და პოსტებით.
ვეგეტარიანელებისთვის მსგავსი კურსები არსებობს, სადაც დახვეწილ და მრავალფეროვან კერძებს იხილავთ - Veecoco
Julia Busuttil Nishimura - კიდევ ერთი ინსტაგრამის გვერდი, სადაც ოჯახური სადილებისთვის უგემრიელეს რეცეპტებს აღმოაჩენთ.
#3 ფიზიკური აქტივობა
სახლი დროებით იოგა სტუდიოდ ან სავარჯიშო დარბაზად უნდა აქციოთ.
Yoga With Adriene - ადრიანა ადამიანია, რომელიც მარტივი იოგის მიმართულებით უკვე ბევრს პირველ რიგში ახსენდება. ეს არის ონლაინ სივრცე, რომელიც დაღლილობას მოგიხსნით.
Ryan Heffington - რაიანი ცნობილი შემსრულებლის, Sia-ს ქორეოგრაფია. ის უფასო ცეკვის გაკვეთილებს გთავაზობთ.
იხილეთ უფრო ვრცლად:
საუკეთესო აპლიკაციები მედიტაციისა და მშვიდად ყოფნისთვის
საუკეთესო უფასო აპლიკაციები სახლში სავარჯიშოდ
#4 მიმართეთ კრეატივს
Isolation Art School - ეს არის გვერდი ინსტაგრამზე, რომელიც გთავაზობთ ხერხებს გახდეთ კრეატიული სახლის კედლებში.
მიყევით მარტივ ინსტრუქციებს და ბავშვებსაც გაართობთ.
Masterclass - მათთვის, ვისაც დიდიხანია კინოს წარმოება აინტერესებს, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ონლაინ, მარტინ სკორსეზესგან ისწავლოთ.
Code Academy - იმ შემთხვევაში თუ ვიდეო თამაშების და საიტების შექმნა გხიბლავთ, ამ საიტზე დარეგისტრირდით.