25 წლის მოდელი კენდალ ჯენერი მისი ოჯახის სხვა წევრების მსგავსად გლამურლი და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სახეა, სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პაპარაცები მის თითოეულ ნაბიჯს დაჰყვებიან. მიუხედავად ამისა კენდალი ყოველი გამოჩენისას შესანიშნავად გამოიყურება და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ბევერლი ჰილზის ქუჩებში შენიშნეს.
კენდალმა არჩევანი მონოქრომულ სტილზე შეაჩერა. მას ბეჟი მაისური და მაღალწელიანი, კლასიკური შარვალი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის ჩანთა და თეთრი კედები შეუხამა.