ხომ არსებობს სივრცეები, ერთი შეხედვით რომ მიგიპყრობს და მიგიზიდავს? სწორედ ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის მაღაზია „ელექტრონიკა“, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა, გასულ წელს კი ეტაპობრივად დაიწყო მაღაზიების განახლება და რებრენდინგი. ასევე ახალი კონცეფციით და განსხვავებული დიზაინით შეიქმნა ახალი „სითი მოლის“ ფილიალი თბილისში, ქავთარაძის #1-ში.
როდესაც რაიმეს ყიდვას გადავწყვეტთ, რასაკვირველია, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო და მომსახურება, რომელსაც ესა თუ ის მაღაზია გვთავაზობს. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხარისხი, განთავსება, საიტზე არსებული სრული ინფორმაცია, რომელიც დატანილია ელექტრო ფასმაჩვენებლებზე, QR-კოდის მეშვეობით, მაღაზიაში მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, აურა, ბაზარზე ოპერირების დიდი გამოცდილება და შემოთავაზების პირობები, ონლაინმაღაზია და ტექნიკის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწოდების სერვისი... ეს იმ უპირატესობათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ელექტრონიკა“ სთავაზობს თავის მომხმარებლებს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც შემოიტანა INDESIT-ისა და Hotpoint-Ariston-ის უმაღლესი ხარისხის ტექნიკა. ამასთან, დღემდე, ტექნიკის ერთადერთი მაღაზიაა, რომელსაც შემოაქვს იტალიური ბრენდი BERTAZZONI. აღნიშნული ბრენდი პრემიუმკლასის სამზარეულოს ტექნიკას აწარმოებს. „ელექტრონიკა“ არის პირველი და ერთადერთი, რომელსაც ბრენდი HAIER-ი და BERTAZZONI აქვს წარმოდგენილი ფილიალებში.
HAIER-ი ჩინური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს როგორც მაცივრებს, ტელევიზორებსა და სარეცხ მანქანებს, ისე მობილურ ტელეფონებსაც. ბრენდი ტექნიკის ნაწილს ევროპაში აწარმოებს, ნაწილს კი ჩინეთში. კომპანიის გლობალური გაყიდვების ქსელი ჯამში 165 ქვეყანას მოიცავს.
ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის 30%-ზე მეტმა ნდობა სწორედ HAIER-ს გამოუცხადა და მისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით სარგებლობს.
საქართველოს მასშტაბით „ელექტრონიკის“ 7 მაღაზიაა წარმოდგენილი, აქედან 2 თბილისში: დიღომში და ქავთარაძეზე, ხოლო 5 რეგიონში: გორში, ხობში, ფოთში, ქობულეთსა და ოზურგეთში, სადაც „ელექტრონიკა“ მცხოვრებლებს უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკას და მომსახურებას სთავაზობს.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ კომპანიის ვებგვერდზე იმაზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი, ვიდრე მაღაზიაში შეხვდებით. შეგიძლიათ, ნებისმიერის მონაცემებს დეტალურად გაეცნოთ და საბანკო ბარათის, ზარის, სოციალური ქსელის ან განვადების მეშვეობით მომენტალურად შეიძინოთ სასურველი ნივთი. შესაბამისად, არჩევანი იმაზე დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. გარდა იმისა, რომ ონლაინშოპინგი უფრო კომფორტულია, ვიდრე მაღაზიებში საათობით სიარული, ამასთანავე „ელექტრონიკის“ ყველა ფილიალში და ვებგვერდზე ფასები იდენტურია.
როგორც მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ჭამიაშვილმა OK!-ისთან საუბრისას აღნიშნა, „ელექტრონიკა“ გეგმავს გაფართოებას ელექტრონული კომერციის მიმართულებით და მათი შეთავაზებები ონლაინშოპინგს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
ახალი წლისთვის „ელექტრონიკა“ გეგმავს, რომ ყველა ფილიალში მომხმარებელს საჩუქრები და სიურპრიზები შესთავაზოს მრავალწლიანი ერთგულებისთვის. მათი თქმით, გრანდიოზული ფასდაკლებებისა და საჩუქრების შესახებ მალე გახდება ცნობილი. შესაბამისად, ეს არის შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ და ახალი წელი ახალ საოჯახო ტექნიკასთან ერთად დაიწყოთ.
„ელექტრონიკა“ მომხმარებლებს სიახლეებსა და სპეციალურ აქციებს მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებს, ამისთვის კი „ელექტრონიკის“ ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდებს უნდა ვადევნოთ თვალი.