2019 წელს ლუსი იომანსს გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა თამაში, რომელიც მთლიანად მაღალი მოდის მოტივებზე იქნებოდა. შედეგად კი, უკვე მივიღეთ Drest-ი, რომლის მთავარი გმირიც არც მეტი, არც ნაკლები ირინა შეიკია. 34 წლის მოდელმა სატესტო ვერსიის ფოტოები სოციალურ ქსელებში თავად გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, ტანსაცმლის არჩევანი საკმაოდ დიდია და ისეთ დიზაინერებს აერთიანებს, როგორებიცაა Prada, Versace, Christoper Kane და სხვები. ხოლო შექმნილი ლუქებით მოთამაშეები გარკვვეულ ქულებს დააგროვებენ.
თამაში სულ მალე ყველა მობილურ ტელეფონზე იქნება ხელმისაწვდომი.