დღეს, პანდემიის პირობებში, როდესაც ცხოვრებამ უმეტესწილად ონლაინ გადაინაცვლა, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა სოციალური ქსელი. ერთი ნაწილი მას იყენებს გართობისთვის, მეორე კი ინფორმაციის გასაცვლელად. ორივე შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრება დღითი დღე დამოკიდებული ხდება მასზე. OK! გთავაზობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც Facebook-სა და Instagram-ს აქვს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ Facebook ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა როგორც თანამედროვე კომუნიკაციისთვის, ისე ინფორმაციის მისაღებად. მას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ლექტორები და სტუდენტები აქტიურად მოიხმარენ, როგორც ონლაინსწავლების პლატფორმის დამხმარე საშუალებადაც. Facebook-ით ასევე ელვის სისწრაფით შეგვიძლია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეტყობა, რადგან მისი საშუალებით მარტივად ვრცელდება ინფორმაცია. რაც შეეხება Instagram-ს, ის ცნობილი ადამიანების საყვარელი სოციალური ქსელია, რადგან მისი დახმარებით იძენენ ბევრ გამომწერს და შესაბამისად, უფრო ცნობადი სახეები ხდებიან საზოგადოებისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, მათი პოპულარობა დამოკიდებულია აქტივობასა და პოსტების მრავალფეროვნებასა თუ სიმრავლეზე. ამ სოციალური ქსელით ადამიანების ცხოვრების სტილის შესახებაც შეგვიძლია გავიგოთ ბევრი რამ, რადგან საზოგადოების უმეტესობა თავის Instagram-გვერდზე პირად ინფორმაციას ან/და ფოტოს ხშირად აზიარებს. თავად აკონტროლებ იმას, თუ როგორი „ფიდი“ გექნება და რა გუნებაზე დაგაყენებს. როგორ გვერდებსაც გამოიწერ, ისეთივე განწყობა იქნება შენს ინსტაგრამზეც. ასევე შეგვიძლია ცნობადი სახეების ყოველდღიურ ცხოვრებასაც ვადევნოთ თვალი „სთორების“ მეშვეობით. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს ბლოგერთა საშუალებით შეგვიძლია მოვისმინოთ უამრავი რჩევა.
მიუხედავად უამრავი საერთო ფუნქციისა, – რეალურად, ორივე პლატფორმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. Facebook არის სოციალური ქსელის ზოგადი ვებსაიტები, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან ონლაინპროფილები, გააზიარონ სურათები და ვიდეო, გააგზავნონ შეტყობინებები და დაუკავშირდნენ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან კოლეგებს საერთო პლატფორმის გარშემო. Instagram-ს თითქმის იგივე დატვირთვა აქვს, მაგრამ ის უფრო კონკრეტულია და მიმართულია მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც შენი ინტერესის წყაროს წარმოადგენენ.