დროის ცვლასთან ერთად, დღითი დღე ვითარდება ტექნიკაც. ინოვაციები კი თავის მხრივ საშუალებას გვაძლევს ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას და შეძლებისდაგვარად ვიყოთ მოდურებიც. თუმცა კომფორტიც არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ხშირად ვდგებით დილემის წინაშე მობილური ტელეფონის შერჩევისას. ყურადღებას კი ისეთ ფაქტორებზე ვამახვილებთ, როგორებიცაა: ფასი, ვიზუალი, მეხსიერება, კამერა და ა.შ. იმისათვის, რომ გაგიმარტივდეთ, ერთი შეხედვით, რთული და დამღლელი პროცესი, რომელსაც ტელეფონის შერჩევა ჰქვია, OK! გთავაზობთ იმ მთავარ ნიშას, რომელიც Iphone-ს გამოარჩევს სხვა სმარტფონებისგან.
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია Apple Inc. 1976 წელს დაფუძნდა, დღემდე ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებელს და ცდილობს გაანებივროს ახალი ტექნიკით. იგი აქტიურად არის დაკავებული Iphone-ის ახალი ტექნოლოგიური კონცეფციის შექმნითაც. შესაბამისად, მომხმარებელს მუდმივად აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს.
Iphone-ს სხვა სმარტფონებისგან გამოარჩევს დახვეწილი დიზაინი; მაღალ სტანდარტს მორგებული პროგრამა, რომელში გარკვევაც ძალიან მარტივია; მას ასევე აქვს Icloud, რომლითაც ხდება დიდი რაოდენობით ინფორმაციის სინქრონიზაცია და შენახვა. მაგალითად, ვიდეოების, ფოტოების, კონტაქტების და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ Iphone-ის ყველა მოდელი გამართულად მუშაობს. იგი მნიშვნელოვანი ატრიბუტია მისთვისაც, ვინც ფოტომოყვარულია, რადგან Iphone-ის კამერა სხვა სმარტფონებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად არის დახვეწილი და პროფესიულ დონეზე შეუძლია გადაღება.
Iphone კიდევ იმით გამოირჩევა, რომ მარტივად უკავშირდება Apple-ის სხვა მოწყობილობებს. მაგალითად, AirDrop-ით წამებში გადაიტანთ ფოტოებს ერთი Iphone-იდან მეორეში, ან „ეფლის“ სხვა ნებისმიერ მოწყობილობაში. „ეფლი“ მუშაობს ios-ის სისტემაზე, რომელიც დახურულია, რაც იმის გარანტიაა, რომ ტელეფონი დაცული იქნება და ყოველთვის შეუფერხებლად იმუშავებს.