მართალია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დროებით შეზღუდული გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ეს დრო ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობას და დათვალიერებას დავუთმოთ და დავგეგმოთ ჩვენთვის საინტერესო და კომფორტული მარშრუტები. რა არის ამ დროს აუცილებელი და უმთავრესიც კი? რასაკვირველია ტექნოლოგიები, რომლებიც მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებაში გვეხმარება. მაშ ასე, გთავაზობთ 7 ნივთს, რომლებიც ბევრად კომფორტულს და დასამახსოვრებელს გახდის ამ პროცესს.
სმარტფონი – სმარტფონი ის ნივთია, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ ჩამონათვალში. მისი მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ აღბეჭდოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მომენტები და პარალელურად მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
პორტატული დასამუხტი მოწყობილობა – ეს ნივთი აუცილებლად გამოგადგებათ დროის ნებისმიერ მონაკვეთში, რადგან საშუალებას გაძლევთ თამამად გადაიღოთ ფოტოები, ან ესტუმროთ ნებისმიერ ვებგვერდს და არ იდარდოთ, რომ სმარტფონი დაგიჯდებათ, რაც ძალიან აქტუალური პრობლემაა ნებისმიერი ჩვენგანისთვის.
ფოტოაპარატი – მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფოტოების გადასაღებად უფრო ხშირად სმარტფონებს ვიყენებთ, ფოტოაპარატი ის ნივთია, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას და მოგზაურობის დასაგეგმად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ელექტროსკუტერი – გადაადგილებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი, რომელიც საქართველოშიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მარშრუტი და გადაადგილდეთ საკმაოდ ბიუჯეტურად.
დრონი – ეს ნივთი ყველაზე ხშირად განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელი ადგილების აღსაბეჭდად გამოიყენება. დრონი საშუალებას გაძლევთ თითის ერთი დაჭერით სრულად ასახოთ თქვენ გარშემო არსებული პერიმეტრი.
ქინდლი – თუ გიყვართ კითხვა, ეს ელექტრონული მოწყობილობა დაგეხმარებათ მარტივად წაიკითხოთ თქვენთვის სასურველი წიგნი. მგზავრობისას განსაკუთრებით მოსახერხებელია დროის სწრაფად გასაყვანად.
ყურსასმენი – ჩვენი ჩამონათვალი რასაკვირველია არ იქნებოდა სრულყოფილი ყურსასმენების გარეშე, რადგან მუსიკის მოსმენა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა განწყობის შესაქმნელად.