ჯასტინ ბიბერისთვის ძვირადღირებული მანქანები სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა დიზაინი, რომელიც მის კოლექციას ამიერიდან დაამშვენებს, ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ ადგილს მსოფლიოს პრესაში. ახალგაზრდა მომღერალმა Rolls-Royce შეიძინა, რომლის დიზაინიც ლევიტაციის ასოციაციას უჩენს მნახველს.
მანქანა 2016 წლის Rolls-Royce 103ex-ის ინსპირაციით შეიქმნა და მისი ღირებულება 330 000 დოლარს აღწევს, თუმცა უცნობია ექსკლუზიური ფასი, რომელიც ჯასტინს ეს ფუფუნება დაუჯდა.