2020 წელი დასასრულს უახლოვდება, როგორც წესი, მუსიკალური და კინო ინდუსტრია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს აჯამებს და დადებით, უარყოფით და ყველაზე მნიშნელოვან მოვლენებთან ერთად იმ არტისტებს სიას ავრცელებს, რომლებიც ადამიანებმა Google-ის საძიებო ველში ყველაზე ხშირად ჩაწერეს.
წლევანდელი სიის ლიდერი შაკირაა, ის 2020 წლის ყველაზე დაგუგლვადი მუსიკოსია. შემდეგი ადგილები კი ეკუთვნით August Alsina, Adele, Doja Cat, Grimes, Van Halen, Lizzo, Tamar Braxton, Quando Rondo და Tory Lanez-ს. მუსიკოსთა შორის პირველი ადგილის გარდა შაკირა 2020 წლის ყველაზე დაგუგლვად ადამიანთა შორის მეშვიდე ადგილზეა.