ფოტოები ჩვენი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტების ნაკრებს ქმნიან და ინახავენ მათ მოგონებების სახით, რომლებიც თაობებს გადაეცემა. ამაში კი დიდი წვლილი ფოტოაპარატს შეაქვს. ფოტოგრაფია იმდენად მასობრივ გატაცებად იქცა ბოლო წლებში, რომ ცხოვრება ჩვენთვის ამ მოწყობილობის გარეშე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ტექნიკურმა პროგრესმა ძალიან კარგად შეუწყო ამას ხელი. 1800 წლიდან აქტიურად დაიწყო ფოტოაპარტის განვითარება. OK! გთავაზობთ ამ საოცარი გამოგონების ევოლუციის ისტორიას.
1839 წელს პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომლის მიხედვით ლუი დაგერმა შეიმუშავა გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც დაგეროტიპია ეწოდა. აქედან დაიწყო ფოტოგრაფიის ისტორია. სწორედ დაგერმა შექმნა პირველი ფოტოაპარატიც, სახელად „დაგეროტიპი“.
1948 წელს კომპანია „პოლაროიდმა“ ფოტოაპარატების წარმოება დაიწყო. მის უპირატესობას წარმოადგენდა ის, რომ ფოტოს გადაღებისთანავე ბეჭდავდა.
1889 წელს ჯორჯ ისთმანმა დააპატენტა სწრაფი ფოტოკამერა „კოდაკი“. ეს იყო პატარა კამერა, რომელსაც ყუთის ფორმა ჰქონდა. მისი გამოსახულების სიმკვეთრე მოიცავდა დიაპაზონს 2.5 მეტრიდან უსასრულობამდე. „კოდაკის“ ფოტოაპარატში 100-კადრიანი ფირი თავსდებოდა და მის ღირებულებას მხოლოდ 25 აშშ დოლარი შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ინოვაციების საუკუნეში“ ფოტოაპარატს საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა ტელეფონის სახით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დღესაც საკმაოდ აქტუალური და საჭირო ატრიბუტია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის.
XX საუკუნის მიწურულს კი შეიქმნა პირველი ციფრული ფოტოაპარატი. 1970-იან წლებში „პოლაროიდმა“ შექმნა 3-კილოგრამიანი პირველი ციფრული კამერა, რომელიც CCD-მატრიცაზე მუშაობდა. თითოეული კადრის ჩასაწერად, მას მხოლოდ 23 წამი სჭირდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფოტოაპარატით გადაღებული ფოტო 100X100 პიქსელის იყო. გადაღებული ფოტოების ნახვა კი სპეციალური მიკროკომპიუტერის საშუალებით ხდებოდა შესაძლებელი.
„პოლაროიდმა“ პოპულარობის ზენიტს 1980-1990 წლებში მიაღწია. თუმცა ამით, რა თქმა უნდა, ფოტოაპარატის განვითარება არ დასრულებულა. მან საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ეტაპები განვლო, სანამ დიზაინს დაიხვეწდა და შესაბამისად, ზომაშიც დაპატარავდებოდა. ყოველივე ამან კი ფოტოგრაფიის პოპულარიზებას შეუწყო ხელი.