გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას მუდამ სახლში უწევს ყოფნა, გარშემო გამძაფრებულია დეპრესიის და შფოთვის სიმპტომები. ამიტომაც, მენტალური ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება თუ მედიტაციას მიმართავთ და კარგად ყოფნისთვის რამდენიმე აპლიკაციას დაიხმარებთ.
#1 დამწყებთათვის - Headspace
ეს ყველაზე ცნობილი აპლიკაციაა, რომელიც იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებსაც არ აქვთ მედიტაციის და ვიზუალიზაციის ტექნიკის გამოცდილება. აქ საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი. გვინეტ პელტროუ, ემა უოტსონი და ჯესიკა ალბა მისი აქტიური მომხმარებლები არიან. დღეში რამდენიმე წუთიც რომ დაუთმოთ, გამოგადგებათ.
#2 განწყობის ამაღლებისთვის - Happy Not Perfect
თუ სტრესი და უარყოფითი ფიქრები მოგიცავთ: გაჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ყურადღება ამ აპლიკაციაზე მიმართეთ. რამდენიმე მარტივი ნაბიჯით განწყობა უკეთესობისკენ შეგეცვლებათ და ხასიათი გაგიუმჯობესდებათ.
#3 დამშვიდებისთვის - Calm
ეს აპლიკაცია სიმშვიდეს მოგანიჭებთ. ის უძილობის და გადატვირთული გონების დროს დაგეხმარებათ. აპლიკაციას აქვს აუდიო პროგრამებიც მსოფლიოს ცნობილი ექსპერტებისგან. ასევე შესაფერისი მუსიკა რელაქსაციისთვის.
#4 ეფექტური მედიტაციისთვის - Beeja
ეს აპლიკაცია ადაპტირებულია დამწყებთათვისაც და პროფესიონალებისთვისაც. სპეციალურად შემუშავებული ტექნიკები, რომლებიც 5 წუთსაც არ წაგართმევენ, ნამდვილად დაგამშვიდებთ.
#5 მომავლის დაგეგმვისთვის - My Possible Self
აქ ჩატვირთული სერვისები შეგიმცირებთ სტრესს და დაძაბულობას და მოგცემთ საშუალებას მომავალი პოზიტიურად დაგეგმოთ. ის მიზნებზეა ორიენტირებული და მუდამ გახსენებთ რამდენს მიაღწიეთ. გეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში და მიზნების დასახვაში.
#6 პოზიტიური ფიქრებისთვის - 365 Positivity
ეს აპლიკაცია შთამაგონებელ ფრაზებს მოგაწვდით და თქვენს აზროვნებას უკეთესობისკენ შეცვლის. შეამოწმეთ ის ყოველდღე და ნელ-ნელა თქვენი გონება პოზიტიურად მოიმართება.
#7 მხიარულებისთვის - Happify
თამაშებსა და აქტიურობაზე ფოკუსირებული აპლიკაცია სახეზე ღიმილს აუცილებლად მოგგვრით. სასარგებლოა მენტალური ჯანმრთელობისთვის და ემპათიითა და მადლიერებით გავსებთ.
#8 ძილისთვის - Sleepio
ძილი აუცილებელია დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ძილის რეჟიმი ახლა ბევრს დაერღვა, ეს აპლიკაცია კი მის აღდგენაში დაგეხმარებათ. შეავსეთ დღიური და გეყოლებათ "ვირტუალური ფსიქოთერაპევტი".
#9 იოგისა და მედიტაციის გაკვეთილები სახლში - Yogi2Me
პირადი იოგას გაკვეთილების დახმარებით აღიდგენთ სხეულისა და გონების ჰარმონიულ ბალანსს.