თვითიზოლაციისა და საყოველთაო კარანტინის პერიოდში ადამიანები იმაზე ნაკლებს მოძრაობენ, ვიდრე მანამდე. სახლში ყოფნა თუ დიდხანს გვიწევს, საჭიროა ფორმაში ვიყოთ და დღეში თუნდაც 10 წთ აქტიურ ვარჯიშს დავუთმოთ. ეს უფასო აპლიკაციები ამაში დაგეხმარებიან.
#1 ვარჯიში მაგიდასთან
Wakeout, ხელმისაწვდომია iOS-ზე
თუ მაგიდასთან დიდ დროს ატარებთ, აპლიკაცია 30-წამიან შესვენებებს გთავაზობთ, რათა თავი უფრო ჯანსაღად იგრძნოთ.
#2 იოგა
Daily Yoga App, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე
ეს აპლიკაცია ეხმარებათ მოყვარულებსაც და პროფესიონალებსაც, რათა იოგას და მედიტაციას მიმართონ. გაუზიარეთ თვენი მიღწევები აპლიკაციის მომხმარებლებს - თქვენ მასშტაბური საზოგადოების ნაწილი გახდებით.
#3 მაქსიმალური შედეგისთვის
7-Minute Workout Challenge, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე
ეს სპეციალურად შემუშავებული 7 წუთიანი ვარჯიში დღეში ერთხელ შესრულებით ერთ საათიან შედეგზე გაგიყვანთ.
#4 მიზნების მიღწევისთვის
Nike Training Club, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე
აქ სახლის პირობებში შესასრულებელი 200-მდე უფასო ვარჯიშია. ნაიკი გეხმარებათ შექმნათ პირადი გეგმა და განიცადოთ პროგრესი.
#5 ჩაჯდომებისთვის
30 Day Squat Challenge, ხელმისაწვდომია iOS-ზე
ეს 30 დღიანი გეგმა ძალიან ეფექტურია თქვენი სხეულისთვის. ის ყოველდღე სხვადასხვა ტიპის ვარჯიშს შემოგთავაზებთ და არ მოგაწყენთ.
#6 სიმძიმეებისთვის
Kettlebell Workouts by Fitify, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე
თუ სახლშ სიმძიმეები გაქვთ, ეს აპლიკაცია მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს და ვიდეოებით გიხელმძღვანელებთ.
#7 კონკრეტული მიმართულებები
Sworkit, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე
ფიტნესთან დაკავშირებულ მიზნებს ამ აპლიკაციით ადვილად მიაღწევთ. აირჩიეთ სხეულის იმ კონკრეტული ნაწილების ვარჯიშები, რომლებიც გსურთ და ვიდეოების მიყოლით სასიამოვნო გამოცდილებას მიიღებთ.
#8 ქვედა ტანისთვის
Daily Butt Workout, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე
ეს ვარჯიშები საუცხოოა ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც. შეგიძლიათ ვარჯიშის დრო თავად აირჩიოთ. ის ასევე გაჩვენებთ დახარჯულ კალორიებს.