კარანტინმა ბევრი ადამიანი დააყენა ნოსტალგიის ხასიათზე. ვცდილობთ შთაგონება სხვადასხვა რამით მივიღოთ, მათ შორის საყვარელი ვარსკვლავების სახლში გადაღებული ფოტოებით. უკვე ვნახეთ როგორ იცვამდნენ ელიზაბეტ ტეილორი, მერილინ მონრო, კოკო შანელი, ჟაკლინ კენედი, ოდრი ჰეპბერნი და ჯეინ ბირკინი. ახალი გმირი გრეის კელია - მონაკოს პრინცესა.
ამერიკელი მსახიობი მონაკოში გადასვლის შემდეგ სწორ კაბებს ამჯობინებდა თხელ კარდიგანებთან ერთად, ასევე მოქარგულ ჯემპერებს. მის ფილმებშიც ვხვდებით მაგალითებს სახლში ელეგანტურად ჩაცმისთვის.