პოპვარსკვლავები წლების განმავლობაში სტილისტებისა და დიზაინერების დახმარებით ხვეწენ საკუთარ სტილს, თუმცა ლედი გაგა გამონაკლისია... მან მუსიკალურ ინდუსტრიაში თავიდანვე გამორჩეული “გემოვნებითა” და ექსტრავაგანტული სტილით შეაბიჯა.
34 წლის პოპვარსკვლავი ყოველთვის გამოირჩეოდა გემოვნებიანი, დახვეწილი იმიჯით და ექსცენტრული ჩაცმულობებით, სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა არის შემსრულებელი, რომელმაც ორიგინალური სტილით და უკომპრომისო არტისტულობით მოდის ინდუსტრიის ლანდშაფტი რადიკალურად შეცვალა.
მას შემდეგ, რაც გაგამ მსოფლიოს საკუთარი "Poker Face" სახე აჩვენა, წლების განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვში შედიოდა, რომლის მუსიკას ხშირად მისი ეპატაჟური კაბები ჩრდილავდა.
არტისტმა საკუთარი ბრჭყვიალა და გლამურული ესთეტიკის განვითარება ჯერ კიდევ კარიერულ წინსვლამდე, დებიუტამდე დაიწყო. მან 2007 წელს Lollapalooza-ში გამართული პერფორმანსის დროს სახლში დამზადებული დისკო-სარკის ბიუსჰალტერი მოირგო. იმიჯი, რომელიც მომღერალმა 2008 წელს Just Dance-ის მუსიკალური ვიდეოსთვის შექმნა, David Bowie-ის ინსპირაციით შექმნილი lightning-bolt მაკიაჟით გაამრავალფეროვნა. ლედი გაგამ საკუთარ სტილს ექსპერიმენტალურად ავანგარდული დეტალები შემატა, მას Patricia Morales-ის დიზაინით შექმნილი Hello Kitty-ის ბაფთა იმდენად მოეწონა, რომ ვიდეო კლიპის შემდეგ საკუთარ ხელწერად აქცია.
როდესაც გაგას გამორჩეულ ჩაცმულობებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ალექსანდრ მაკქუინის ეგრეთ წოდებული "არმადილო ფლატფორმები". გასულ დეკადაში ვარსკვლავების ექსცენტრულ გამოჩენებზე საუბრისას, ალბათ გაგას "ხორცის კაბა" და 2010 წლის MTV VMA-ის დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია... შემსრულებლის საკულტო კაბებზე და წითელი ხალიჩის დაუვიწყარ ლუქებზე საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია, თუმცა დღეს მხოლოდ არტისტის სასცენო საკულტო ჩაცმულობებს გავიხსენებთ, რომლებიც არაერთხელ მოხვდა უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში.
წარმოგიდგენთ ლედი გაგას ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სასცენო ჩაცმულობებს 2008 წლიდან დღემდე.
2008: The HP Pavilion
2009: Glastonbury
2009: VMAs performance
2010: 52nd Grammy Awards
2010: BRIT Awards
2010: Paris Bercy Concert Hall
2011: Cannes Film Festival
2011: iHeartRadio Music Festival
2011: The Monster Ball Tour
2011: MTV Europe Music Awards
2014: Live At Roseland Ballroom
2014: ‘Artpop’ Ball Tour
2014: ‘Artpop’ Ball Tour
2015: Citi Presents Lady Gaga and Tony Bennett
2016: ‘Saturday Night Live’
2017: Pepsi Halftime Super Bowl
2017: Pepsi Halftime Super Bowl
2017: Coachella
2017: ‘Joanne’ World Tour
2018: 60th Grammy Awards
2019: 91st Academy Awards