ლეგენდარული დიზაინერი, იტალიური მოდის დედოფალი დონატელა ვერსაჩე არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ძმის, მოდის ლეგენდის ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა პატიოსნად გააგრძელა და ბრენდს უამრავი წარმატება მოუტანა. დონატელამ კარიერის მანძილზე მაყურებელს არაერთი დაუვიწყარი კოლექცია წარუდგინა, მისი ძმის შემოქმედება არ დაივიწყა და ხელოვნების როგორც თანამედროვე, ასევე წარსულ დეტალებზე აგებული მრავალფეროვანი სინთეზი შემოგვთავაზა. წარმოგიდგენთ მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერის გამორჩეულ მომენტებს, როდესაც დონატელამ წითელ ხალიჩაზე საკუთარი ბრენდის სამოსი მოირგო.