ქართული ბრენდი “Monster” მომხმარებელს სთავაზობს გამორჩეულ, დახვეწილ, გემოვნებიან, ფერად და საგულდაგულოდ შერჩეული მასალისგან შექმნილ მაღალი ხარისხის ტანისამოსს. აღნიშნული ბრენდი რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს და კვლავაც აპირებს მომხმარებლის სასიამოვნო სიახლეებით განებივრებას. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ბრენდ “Monster”-ის დამფუძნებლებს ქეთა სხირტლაძესა და ელენე მაისურაძეს.
გვიამბეთ ბრენდ “Monster”-ის შექმნის შესახებ.
ბრენდი “Monster” ორი მეგობრისთვის შეიქმნა, რომელიც მუდმივად ეძებდა განსხვავებულ სტილს. თავდაპირველად შეიკერა რამოდენიმე მოდელი. მალევე მივხვდით, რომ ღირდა ჩვენი სამოსი უფრო ფართო საზოგადოებას ენახა. დავიწყეთ ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება, დავხვეწეთ და შევაჯერეთ პოზიციები. სწორედ ასე გამოჩნდა ბრენდი “Monster” ქართულ ბაზარზე. ვფიქრობთ, მოკლე დროში საკმაოდ დიდი ყურადღება დავიმსახურეთ, რაც გვახარებს და გვაბედნიერებს.
გვესაუბრეთ თქვენი პროდუქციის შესახებ.
ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქცია სასიამოვნო, მაქსიმალურად კომფორტული, ხარისხიანი, პრაქტიკული და რაც მთვარია ქართულია. ეს არის სამოსი, რომელიც მორგებისთანავე შეგიყვარდებათ.
რა არის ის მთავარი ნიშა, რაც “Monster”-ს სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს?
უპირველეს ყოვლსა, ხარისხი. სწორედ ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. ჩვენი მომხმარებლებიც “Monster”-ის სამოსის შეძენისას, პირველ რიგში, სწორედ ამას უსვამენ ხაზს, შემდეგ კი სტილსა და ფერებს.
სად შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი პროდუქციის შეძენა?
იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული მას შემდეგ, რაც ჩვენი ბრენდი ჩამოყალიბდა, მომხმარებლებს “Monster”-ის ტანისამოსის შეძენა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ონლაინ სივრცეში შეუძლიათ - Instagram-ზე Monstergeorgia და Facebook-ზე “Monster” • მონსტერ.
სამომავლო გეგმები.
სამომავლოდ ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ. ვმუშაობთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე. მალე დაგვემატება ტანისამოსი ქალბატონებისთვისაც. ვაპირებთ შოურუმის გახსნას, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და მოირგოს “Monster”-ის ტანისამოსი. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენ გვერდით დგას. ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი