ვალენტინობა მოზღვავებული ემოციების, უამრავი გაცემული თუ მიღებული სიყვარულის, სანუკვარი ოცნების ასრულების, ახალი საწყისებისა და მეორე ნახევრისგან მიღებული იმ საჩუქრის დღეა, რომელიც ყველა ამ მოგონებას იტევს. სწორედ მაშინ ცდილობენ ყველაზე მეტად წყვილები ერთმანეთის გახარებასა და განებივრებას, ხოლო საჩუქრები ინახავს ამ დღის ემოციებს. იმისთვის, რომ იყვნენ გამორჩეულები და ორიგინალურები, შეყვარებულები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. შეყვარებულმა მამაკაცებმა კი იციან, თავიანთ მეორე ნახევარს რა გაუხარდება ყველაზე მეტად. Franco Fontana კი ამ დღესთან დაკავშირებულ ბევრ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს მათ, რათა გაუმარტივდეთ საუკეთესო საჩუქრის შეძენა. OK! გიამბობთ ამ შეთავაზების შესახებ.
Franco Fontana Georgia-ს და 18K Precious Crafts-ში შესაძლებელია ნებისმიერი სამკაულის 50%-ანი ფასდაკლებით შეძენა. აქ წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტების, 18K Precious Craft-ში კი 750 სინჯის ოქროს, ბრილიანტისა და ძვირფასი ქვების სამკაულები. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს მამაკაცებს, ვალენტინობის დღე დაუვიწყარი გახადონ თავიანთი მეორე ნახევრისთვის. ოქრო საუკეთესო ინვესტიციაა, მისი მუდმივად მზარდი ღირებულების გამო, და ეს იქნება საუკეთესო საშუალება, შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის სამკაული თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად.
თუმცა სამკაულები მამაკაცებსაც უყვართ და ამიტომ Franco Fontana ექსკლუზიურ იტალიურ ბრენდ „მაქსიოროს“ სამკაულებით ანებივრებს ქართველ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ხოლო ქალებს საშუალებას აძლევს, მათ მიჯნურს მოდური, დახვეწილი და განსაკუთრებული საჩუქარი შეურჩიონ.
ეწვიეთ მაღაზიებს ან შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ონლაინ და Franco Fontana ან 18K Precious Crafts 1-2 დღეში მოგართმევთ შენაძენს თქვენთვის სასურველ მისამართზე. Franco Fontana ხომ თქვენი იტალიური სამკაულია. ესაა სამკაული გემოვნებიანი ადამიანებისთვის, ხოლო 18K Precious Crafts − მეტი ოქრო თქვენს სამკაულში.
გილოცავთ ვალენტინობას! ყველაზე მნიშვნელოვანი კი, საკუთარი თავის დასაჩუქრებაც არ დაგავიწყდეთ არაჩვეულებრივი სამკაულებით, რომელიც თქვენს დღეს ჯადოსნურს გახდის!