ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ბესი . BESSI" უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ბრენდის სამოსისა და მომსახურების მაღალი ხარისხი, ოპერატიულობა, მრავალფეროვნება და პრაქტიკულობა მუდმივად იქცევს მომხმარებელთა ყურადღებას. დეტალური ინფორმაციისთვის OK! პირადად გაესაუბრა ბრენდ "ბესი . BESSI"-ს დამფუძნებელსა და კრეატიულ მენეჯერს ნინო ჭუმბურიძეს.
გვიამბეთ ბრენდ "ბესი . BESSI"-ს შექმნის შესახებ.
ბრედი "ბესი . BESSI" 2020 წლის შემოდგომას დაარსდა, თუმცა მისი შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ლამაზი სამოსის შეკერვა ჯერ კიდევ ჰობი იყო. წლების განმავლობაში დაგროვილ პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას დაემატა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლა უკვე თანადამფუძნებლების, ანი თევდორაშვილისა და ნინი ცინდელიანის ახალგაზრდული ენერგია, ხედვა და მიზანსწრაფულობა. ეს ყველაფერი კი ბრენდ "ბესი . BESSI"-ს ქვეშ გაერთიანდა. ოჯახის წევრებმა შევკარით გუნდი და გავსხენით ატელიე. გასული წლის ნოემბერში "ბესი . BESSI" თავისი პირველი ბრენდული ფერადი სპორტული სამოსის კოლექციით წარმატებით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მალევე მოიპოვა კეთილგანწყობა მომხმარებლების მხრიდან.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
"ბესი . BESSI"-ს პროდუქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით. ამ ეტაპზე ჩვენი ბრენდი ორიენტირებულია უშუალოდ სპორტული და ყოველდღიური სამოსის შექმნაზე, თუმცა ატელიე მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ინდივიდუალურად კლასიკური და სადღესასწაულო სამოსის დამზადებას. ჩვენი პროდუქცია გათვლილია მომხმარებლის თითქმის ყველა სეგმენტზე და აერთიანებს როგორც ქალის, ისე მამაკაცისა და ბავშვის ხაზებს. ნებისმიერი ასაკისა და აღნაგობის ადამიანს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს და მოირგოს "ბესი . BESSI"-ს სამოსი.
რა არის ის მთავარი ნიშა, რაც "ბესი . BESSI"-ს გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან?
"ბესი . BESSI"-ს სამოსი, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა ქსოვილისა და შესრულების მაღალი ხარისხით. თითოეული მოდელი იქმნება ფერთა სხვადასხვა კომბინაციით და გაფორმებულია განსხვავებული, ორიგინალური და პრაქტიკული დეტალებით, როგორიცაა მაგალითად როლინგთან გაერთიანებული ნიღაბი, 2020 წელს აქტუალური და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელი. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია იქმნება უმოკლეს დროში მომხმარებელთა ინდივიდუალური პარამეტრებისა და სურვილების გათვალისწინებით, შესაბამისად, ისინი თავის თავს არ იმეორებენ. თუმცა, ბრენდის მთავარი ნიშანი მაინც არის კოლექციის ფერადოვნება. ჩვენ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, არჩეულ მოდელზე შეცვალოს და შეარჩიოს ფერთა სასურველი კომბინაცია, რაც მათ კომფორტთან ერთად ხალისითა და ენერგიით აავსებს.
სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჩვენი სამოსის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია ონლაინ სივრცეში. "ბესი . BESSI"-ს კოლექციის დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია ბრენდის Facebook - Bessi . ბესი და Instagram - @brand.bessi გვერდებზე, სადაც მომხმარებელი ასევე ეცნობა სიახლეებს. გაზაფხულზე ვგეგმავთ შოურუმის მოწყობას. წარმოდგენილი იქნება ბრენდის უახლესი კოლექცია და ატელიეს მიერ შექმნილი სამოსი. საგამოფენო სივრცე საშუალებას მოგვცემს, მომხმარებლებს ადგილზე გავაცნოთ და შევთავაზოთ სასურველი პროდუქცია.
სამომავლო გეგმები
ჩვენი ბრენდი და ატელიე მომხმარებელს სამომავლოდ ბევრ სიახლეს ჰპირდება. ვგეგმავთ კოლექციის გაფართოებას რამდენიმე მიმართულებით და ასევე განსხვავებული, თემატური სამოსის შექმნას. ამ ეტაპზე აქტიურად ვემზადებით ახალი სეზონისთვის. გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მომხმარებელს "ბესი . BESSI" სპორტული და ყოველდღიური სამოსის მრავალფეროვან და საინტერესო მოდელებს შესთავაზებს. სამომავლოდ აგრეთვე იგეგმება მომხმარებელთა სეგმენტის გაზრდა და ქართული ბრენდის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა.
ბოლოს კი "ბესი . BESSI"-ს სახელით მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომელთა ნდობამ და მხარდაჭერამ დიდწილად განაპირობა ბრენდის წარმატება.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი