ვაგრძელებთ მეოცე საუკუნის ცნობილი ქალების იმ საარქივო ფოტოებით ტკბობას, რომლებიც სახლის ინტერიერშია გადაღებული. ახალი გმირი მომღერალი ჯეინ ბირკინია, 1970-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მოდური გოგონა. მის მაგალითზე ვხვდებით, რომ მოწესრიგებული და ამავდროულად კომფორტული იმიჯის შექმნა რთული სულაც არაა. ბოჰემური სტილის მოკლე კაბები, ჯინსები თავისუფალ პერანგებთან ერთად, შორტები და კაბა კომბინაციები სახლში ყოფნისთვის იდეალურად გამოდგება.