ჟაკლინ კენედი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ქალადაა აღიარებული. მას შეეძლო ყოფილიყო ელეგანტური სახლის კედლებშიც, რადგანაც ადრეული წლებიდანვე იყო მიჩვეული ყურადღებას. როცა ამბიციურ სენატორს, ჯონ კენედის გაყვა ცოლად, 24 წლის იყო, შეცდომების უფლება არ ჰქონდა და არც უშვებდა მათ. 4 წლის შემდეგ ქალიშვილი გაუჩნდა, რომელთან ერთადაც დიდ დროს ატარებდა. სახლში ყოფნის დროს ის ირჩევდა სწორ კაბებს, რომლებიც არ უზღუდავდნენ მოძრაობას, მაისურებსა და შორტებს, ხოლო ქურთუკებს ეზოში გასასვლელად. პირველი ლედი არც აქცენტებს ივიწყებდა - ვინ თქვა, რომ მარგალიტი სახლისთვის შესაფერისი არაა?
როგორ იცვამდა მერილინ მონრო სახლში: შთაგონება ყოველი დღისთვის
როგორ იცვამდა კოკო შანელი სახლში: შთაგონება ყოველი დღისთვის