მეოცე საუკუნის ცნობილი ქალების ფოტოები მოწმობს, რომ საკუთარი სახლების კედლებშიც კი ისინი ისევე ელეგანტურად და მოხდენილად გამოიყურებოდნენ, როგორც გარეთ, საზოგადოების წინაშე. მერილინ მონროს თავისუფალი შარვლები და ტოპები უყვარდა, კოკო შანელი კი სახლის გარდერობს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევდა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო Ritz-ში ხშირად რჩებოდა, ის საკუთარ სტუდიოს ტიპის ბინაშიც დიდ დროს ატარებდა. თავისუფლად და ბუნებრივად გრძნობდა თავს აბრეშუმის კაბებშიც, ტვიდის კოსტიუმებშიც და ჩვეულებრივ შავ ქვედაბოლოებშიც. დავაკვირდეთ ლეგენდარული დიზაინერის ლუქებს თვითიზოლაციისა და კარანტინის პერიოდში. ისინი ნამდვილად მოგცემთ შთაგონებას ვიდეო-კონფერენციებისთვის, რომლებსაც საკუთარი საძინებლიდან ვმართავთ.