მეოცე საუკუნის ვარსკვლავი ბევრს სექსუალური კაბებითა და ძვირფასი აქსესუარებით ახსენდება, თუმცა ეს მისი წითელი ხალიჩის თუ სხვადასხვა შეკრებების იმიჯი იყო. რეალურ ცხოვრებაში მისი გარდერობი გაცილებით თავშეკავებული გახლდათ. მას სახლში დროის გატარება უყვარდა, ამიტომაც არქივში რამდენიმე ვინტაჟური ფოტო ინახება, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ კომფორტი და ელეგანტურობა - ეს მშვენიერი შერწყმაა. კარანტინისა და თვითიზოლაციის დროს მონროს თითოეული ლუქის გამეორება შეგვიძლია.