მსახიობ ელიზაბეტ ტეილორს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალს უწოდებენ. კლეოპატრას როლის შემსრულებელს ეფექტურად შეეძლო ჩაცმა გადასაღებ მოედანზეც, წითელ ხალიჩაზეც და საკუთარ საძინებელშიც. სახლის კედლებში ის ბუნებრივად გრძნობდა თავს როგორც მაისურში და ფართო შარვალში, ასევე საღამოს კაბაში. შთაგონებას ვიღებთ მისი ფილმების კადრებიდანაც.