ოდრი ჰეპბერნი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ქალია, რომლის სტილსაც დღესაც აქტუალურად იმეორებენ. საღამოს კაბებში გამოწყობილი ოდრი ორგანულად გამოიყურებოდა წითელ ხალიჩაზეც და გადასაღებ მოედანზეც. ისევე, როგორც ეფექტურად უხამებდა ერთმანეთს მკაცრ კოსტიუმებსა და ყოველდღიურ ჯემპერებს. ვარსკვლავს შეეძლო შთამბეჭდავი იმიჯი მინიმალური ნივთების გამოყენებით შეექმნა.
ჰეპბერნის სახლის ფოტოები გვაძლევს შთაგონებას ყურადღება გავამახვილოთ ყვავილოვან კაბებზე და მოხერხებულ ხალათებზე გრაფიკული პრინტით. ასევე, ის საოცრად იხდენს მამაკაცის სტილის პერანგებს და სვიტრებს.