გლობალური პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული ურთულესი ვითარების ჟამს ადამიანების უმეტესობა სახლში იზოლირებულად იმყოფება. გამუდმებით ერთ ადგილას ყოფნა და ნაკლები ფიზიკური დატვირთვა კი დამეთანხმებით, რომ უმეტეს შემთხვევაში ზედმეტ კილოგრამებთან ასოცირდება.
ზამთრის სეზონი რამდენიმე კვირაში დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ცდილობს ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის საშუალებით წონაში დაიკლონ და სასურველ შედეგს მიაღწიონ. საყვარელ კერძებსა და საჭმელებზე უარის თმა ნამდვილად არაა მარტივი. ვარჯიში კი ზოგისთვის ან ეკონომიკური ფაქტორების გამო ან კიდევ მცირე თავისუფალი დროის გამოა შეუძლებელი.
წარმოგიდნენთ სულ რაღაც 5 წუთიან ვარჯიშებს, რომლებსაც სახლის პირობებში თუ ყოველდღიურად გაიმეორებთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ!
(ვარჯიშთან ერთად ეფექტური დიეტის დაწყების სურვილის შემთხვევაში იხილეთ სტატია:
ხვალიდან ვიწყებ დიეტას! რას ნიშნავს 16 საათიანი შიმშილი?)
1. კონკრეტული ვარჯიში საინტერესოა ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც ძირითადად მუცლის არიდან ზედმეტი ცხიმის მოშორებაზე არიან კონცენტრირებულნი.
2. შემდეგი ვარჯიში დაგეხმარებათ საჯდომისა და თეძოების არეში ზედმეტი ცხიმის მოშორებასა და ლამაზი ფორმის შენარჩუნებაში.
3. ეს ვარჯიში კი დაგეხმარებათ არამხოლოდ კალორიების დაწვაში, არამედ მუცლის არეზე პრესის განვითარებაშიც.