დღესდღეობით, ესთეტიკური მედიცინა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი არა ახირებას, არამედ ნამდვილ ყოველდღიურ მოთხოვნას წარმოადგენს საზოგადოებაში. უპირველესად, ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი კანი იღებს გარემოსგან გამოწვეულ უამრავ უარყოფით გავლენას (ულტრაიისფერი გამოსხივება, ამინდი, ყინვის, დაბინძურებული ჰაერისა და სტრესის ზემოქმედების შედეგად) და შესაბამისად, კარგავს სიჯანსაღეს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კანის გაჯანსაღებას და ბუნებრივი იერის შენარჩუნებას. კლინიკაში „ნეო-ნეო“ ყველა პროცედურა მიმართულია კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რაზეც უფრო ვრცლად ექიმი-კოსმეტოლოგი ლელა მეფარიშვილი გვიამბობს.
ქალბატონო ლელა, დეტალურად გვიამბეთ, რა სახის პროცედურები ტარდება კლინიკაში „ნეო-ნეო“ კანის გაჯანსაღების მიმართულებით?
კლინიკაში „ნეო-ნეო“ ტარდება სხვადასხვა ტიპის პროცედურები, როგორიც არის სახის წმენდა (პილინგი), ბიორევიტალიზაცია (დატენიანება), მეზოთერაპია, ბოტულინოთერაპია, ასევე ფილერის მეშვეობით ხდება ნაოჭების შევსება და სხვადასხვა სახის კორექცია. კვლავ აქტუალური რჩება ტუჩის აუგმენტაცია (შევსება), სახის ოვალის კორექცია, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება, ცხვირის ფორმის კორექცია, ყვრიმალის კორექცია და ა.შ.
სახის კანის მოვლის ინიექციური პროცედურებიდან რომელია დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი?
თანამედროვე კოსმეტიკური პროცედურებიდან დღეს ყველაზე ტრენდულია ბიორევიტალიზაცია და ბიორეპარაცია. ეს ორი ტექნიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მათი განსხვავებები ერთი შეხედვით უხილავია, თუმცა ამ ორ შემთხვევაში გამოყენებული პრეპარატების შემადგენლობა არ არის ერთი და იგივე.
რითი განსხვავდება ბიორევიტალიზაცია და ბიორეპარაცია?
• ბიორევიტალიზაციის ინიექციებისათვის გამოიყენება სტაბილიზებული ან არასტაბილიზებული ჰიალურონის მჟავა.
• ბიორეპარაცია ტარდება ე.წ. ბიორეპარანტების გამოყენებით და მათ საფუძვლად უდევს ჰიალურონის მჟავა და ამინომჟავები.
• ბიორეპარაცია ძირითადად მიზნად ისახავს კანის გაახალგაზრდავებას, ხოლო ბიორევიტალიზაცია მიზნად ისახავს კანის დატენიანებას.
• ბიორეპარაცია არ იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა შეშუპება, სისხლჩაქცევები და ჰემატომები. აღდგენის პერიოდი პრაქტიკულად არ არსებობს.
• ბიორეპარანტები დიდხანს რჩება კანის ქვეშ − თითქმის 3 კვირა, ხოლო ბიორევიტალიზაციის პრეპარატები − დაახლოებით 1 დღე. შესაბამისად, ბიორეპარანტების შედეგად მიმდინარეობს კანის სწრაფი რეგენერაციის პროცესი.
• ბიორევიტალიზაცია შეიძლება იყოს პრევენციული, ხოლო ბიორეპარაციას აქვს სამკურნალო-თერაპიული ეფექტი.
• ბიორეპარაციის პროცედურის შედეგად მიღებული ეფექტი გაცილებით მეტხანს გრძელდება, ვიდრე სხვა მსგავსი პროცედურების შემთხვევაში.
როგორ ტარდება პროცედურა?
• ბიორევიტალიზაციის მსგავსად, ბიორეპარაციაც მოიცავს რამდენიმე პროცედურას, 3-კვირიანი ინტერვალით. პროცედურის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს ნახევარს საათს და ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიით, კანში შეგვყავს მიკროინიექციებით პრეპარატი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა არ საჭიროებს რეაბილიტაციას და ტარდება უმტკივნეულოდ.
ჩვენებები
• მშრალი და მგრძნობიარე კანი
• როზაცეა, ჰიპერპიგმენტაცია
• დაბერების ასაკობრივი ნიშნები: ტონუსისა და ელასტიკურობის დაქვეითება, მიმიკური ნაოჭები
• ნაწიბურები
• ცელულიტი
• სტრიები
• მოდუნებული, მოშვებული კანი
უკუჩვენებები
• ორსულობა და ლაქტაცია
• სისტემური დაავადებები
რა სახის ეფექტი აქვს ბიორეპარაციას?
ბიორეპარაციაც და ბიორევიტალიზაციაც დადებით გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.
ბიორეპარაციის შედეგად:
• კანი ხდება ელასტიკური, გლუვი და მბზინვარე
• უფერულდება პიგმენტური ლაქები
• უმჯობესდება რეგენერაცია
• უმჯობესდება კანის ფერი და ტექსტურა
• მცირდება წვრილი და ზედაპირული ნაოჭები
• ხდება კანის დატენიანება და ჰიდრობალანსის აღდგენა
ბიორეპარაცია არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს. ორივე მიდგომა იძლევა ყველაზე აშკარა დადებით ეფექტს.
ფოტო: ალექსეი სეროვი
მის: ბახტრიონის 11 ბ
592 19 11 00
www.neoneoaesthetic.ge