ლესია სამუსის საქმიანობის საინტერესო ისტორია უკრაინიდან საქართველოში გაგრძელდა და ახლებური მიმართულებაც შერჩეულია. სამშობლოში ინფორმაციული სისტემების დაცვის ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, საჯარო სამსახურში მუშაობა დაიწყო, თუმცა მალევე გაიაზრა, რომ არჩეული პროფესით საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებდა და საკუთარი თავის ძიება დაიწყო. კიევში ვიზაჟის კურსების ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგთან გავლის შემდეგ, ლესია დარწმუნდა, რომ თავისი გატაცება იპოვა და ამ მიმართულებით განვითარება გადაწყვიტა. უკრაინაში მისი მომავალი ქართველი მეუღლე გაიცნო და დღეს ისინი ერთად, საქართველოში ცხოვრობენ. ასე გაჩნდა ჩვენს დედაქალაქში სალონი GLAM, რომელმაც ესთეტიკური მომსახურების უმაღლესი სტანდარტის შექმნა დაისახა მიზნად.
ლესია, რამ შთაგაგონათ, დაგეფუძნებინათ სალონი საქართველოში?
საკუთარი სალონის დაარსების იდეა კარგა ხნის განმავლობაში თან მსდევდა. როცა თბილისში საცხოვრებლად ჩამოვედით, ბევრ სალონს ვეწვიე, თუმცა ვერსად მივიღე ის ხარისხი, რომელსაც ვეძებდი და საკუთარ თავზე გამოცდილი მქონდა. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო გამიღრმავდა სურვილი, რომ ხარისხის, ჰიგიენური გარემოსა და დემოკრატიული ფასების სინთეზში ახალი სივრცე შემექმნა.
გვიამბეთ პირველი ნაბიჯების შესახებ?
GLAM-ის გახსნა სექტემბერში გადავწყვიტე, ზუსტად ამ დროს შესაფერისი ადგილიც გამოჩნდა. ეს არის კომპლექსი „ჩემი სახლი ჯიქიაზე“. ძალიან მოსახერხებელია, როცა კარგი სალონი საკუთარ ეზოში გაქვს, კარგი ადგილმდებარეობაა და საპარკინგე ადგილებიც ხელმისაწვდომია. რაც შეეხება თავად სალონს, ვფიქრობ, განსხვავებული ინტერიერით, ეკლექტური სტილით წარდგა სტუმრების წინაშე. თითოეული დეტალი კარგადაა ნაფიქრი. ავეჯი ინდივიდუალური შეკვეთით, ჩვენი გემოვნებით დავამზადეთ. პრაქტიკულად, მთელი დიზაინი ჩემი მეგობრების − თათა შაიშმელაშვილისა და გიორგი რაზმაძის დამსახურებაა, რომლებსაც საკუთარი ხელით აქვთ გაკეთებული კაფე ამავე კომპლექსში. სალონში მაგიდებიც კი ხელითაა მოხატული თათას მიერ და სრულად ინტერიერზე ბევრია ნამუშევარი. ისინი ბრწყინვალე მეგობრები და დიზაინერები არიან.
რა არის GLAM-ის მუშაობის მთავარი პრინციპი?
გარდა ხარისხიანი მომსახურებისა, ჩემთვის მომხმარებლის ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. მათ უნდა მიიღონ აბსოლუტურად სტერილური და უსაფრთხო გარემო − იქნება ეს მანიკიურისა და პედიკიურის, კოსმეტოლოგიის თუ შეჭრა/დავარცხნის პროცედურები.
ბევრ სხვა სალონში ხშირად მინახავს, რომ პროცედურის შემდეგ, სტილისტები არ ამუშავებენ სავარცხლებსა და მაკრატლებს, ასეთი რამ კი დაუშვებელია! ჩემს სალონში ასეთი წესია: ყოველი სტუმრის მომსახურების შემდეგ, მუშავდება ის სავარძელიც კი, სადაც ის იჯდა. და ეს მხოლოდ პანდემიის პირობებში არ ხდება.
თავადაც ძალიან მეშინოდა სალონში მანიკიურის გაკეთება, რადგან ვერ ვხედავდი, როგორ ამუშავებდნენ ინსტრუმენტებს, რომელი აპარატით ასტერილებდნენ. ამიტომ ჩემს სალონში თვალსაჩინო ადგილას დგას სტერილიზაციის აპარატი, ვაწარმოებთ სტერილიზაციის ჟურნალს, ხოლო სტერილიზაციისთვის საჭირო სითხეებით ვმარაგდებით სტომატოლოგიური მაღაზიებიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს სალონში ისაა, რომ ყველაფერი ერთჯერადი გამოყენებისაა: ყველანაირი ტიპის ქლიბები, ბაფერები თუ პირსახოცები. ინსტრუმენტები პირდაპირ მომხმარებლის თვალწინ, დალუქული კრაფტ-პაკეტიდან იხსნება. ჩვენთან მანიკიურის ფუნჯებიც კი ერთჯერადია. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ − ასეთი რამ თბილისში ნაკლებად შეგხვდებათ. ფუნჯები − ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათი სტერილიზაცია არ შეიძლება, რადგანაც მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს. მანიკიურის პროცესის დროს შესაძლოა სისხლთან კონტაქტი, ამიტომ ფუნჯი ერთჯერადი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ბევრი ამას არ აკეთებს. ამიტომაცაა ხალხში ამ პროცედურების მიმართ უნდობლობა. ჩვენთან მომხმარებელს ამის არანაირად არ უნდა ეშინოდეს.
მოგვიყევით განსაკუთრებული სერვისის შესახებაც.
ეს გახლავთ პედიკიურ-მანიკიურის ერთობლივი პროცედურა, რომლის ხანგრძლივობა 1,5 საათია. ჩვენთან ორივე პროცედურა ერთად კეთდება, შესაბამისად, მომხმარებლებს არ უწევთ 3-4 საათი ჯდომა და საკუთარი ძვირფასი დროის დაკარგვა. ასევე ჩამოტანილი მაქვს თმის მოვლის ბრიტანული პროდუქცია. გვაქვს თმის გასწორების მეთოდი კერატინით, ასევე ბოტოქსი თმისთვის − დღეს ამით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ჩვენს პრეპარატებს უდიდესი უპირატესობა აქვს. მთავარი ისაა, რომ მათში არანაირი მავნე ნივთიერება არ გვხვდება და თითოეული სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არ შეიცავს ფორმალდეგიდებს. ასევე, პირველად საქართველოში, GLAM-ში ვთავაზობთ „თმის რეკონსტრუქციას“, რომელიც თმის გაჯანსაღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურაა.
• უვნებელია ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის;
• თმის ღებვისა და რეკონსტრუქციის პროცედურების ჩატარება შესაძლებელია ერთ დღეს;
• არ აქვს სუნი და ორგანიზმისთვის არატოქსიკურია;
• თავიდან აგაცილებთ თმის მტვრევადობას;
• ამაგრებს თმის ძირებს;
• აწებებს გაყოფილ ბოლოებს;
• თმას ანიჭებს ელასტიკურობას და მბზინვარებას;
• თმა ინარჩუნებს ბუნებრივ ფორმასა და მოცულობას.
GLAM-ში გვაქვს მასაჟისტის მომსახურებაც, რომელიც ხშირად არ გვხვდება ქართულ სალონებში. ჩვენთან შეგიძლიათ გაიკეთოთ რელაქს-მასაჟი, გასახდომი მასაჟი, მიქს-მასაჟი − რომელიც სხვადასხვა ტექნიკის შერწყმაა; ზურგის გამაჯანსაღებელი მასაჟი და სხვა. ვინც ჩვენთან ერთხელ მაინც ყოფილა ამ პროცედურაზე, უკლებლივ ყველა ხელმეორედ ეწერება.
როგორია თქვენი სამუშაო დღე? რითი ხართ დაკავებული დღის განმავლობაში?
თითქმის ყოველდღე სალონში ვარ და ვაკონტროლებ მომსახურების ხარისხს. სილამაზის სალონის მუშაობა მხოლოდ გვერდიდან ჩანს იოლი, სინამდვილეში, ეს ძალიან სასიამოვნოდ დამღლელი საქმეა − ყურადღება უნდა მიექცეს ინდივიდუალურად ყველა თანამშრომელს და მომხმარებელს. მათ, ვინც ჩვენი ხშირი მომხმარებელია, ვასაჩუქრებთ, რათა მეტად გავახაროთ. ვცდილობ, ყველა კარგი განწყობით გავიდეს ჩვენგან. პანდემიის გამო, აქტუალობა დაკარგა ვიზაჟმა, თუმცა როგორც კი აკრძალვები მოიხსნება და სიტუაცია დასტაბილურდება, GLAM-ში ეს სერვისიც ისევ აქტიურად აღდგება.
რამდენად ხშირია სიახლე, როგორც მუდმივი წინსვლის ფაქტორი?
მუდმივი კონტაქტი მაქვს უკრაინის სილამაზის სალონების მფლობელებთან. ამავდროულად, გავლილი მაქვს სალონის ბიზნესმართვა უკრაინაში, სადაც რეგულარულად იმართება სემინარები და ამ სფეროში არსებულ ნებისმიერი სახის სიახლეს დროულად ვეცნობი. მოცემულ პერიოდში კი ყველა სპეციალისტისთვის ვატარებთ ონლაინსემინარებს. ეს ძალიან საჭიროა, რათა გავიგოთ ყველა ტექნიკური სიახლე და დეტალი − ჩვენ ხომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ტრენდული და არასდროს ჩამოვრჩეთ!
მოგვიყევით კოლექტივზე. როგორია GLAM-ის გუნდი?
ჩემს გუნდში თავისი საქმის ნამდვილი სპეციალისტები მუშაობენ. სტილისტები დახელოვნდნენ საქართველოს საუკეთესო ოსტატ-მასწავლებლებთან. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი უამრავ სერტიფიკატს და ამავდროულად, მუშაობის სხვადასხვა ტექნიკას ფლობს. ყველანი დადებითი ენერგეტიკის მატარებლები არიან, მომხმარებლები სასიამოვნო ურთიერთობებით დამუხტულნი ტოვებენ სალონს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რასთან ასოცირდება თქვენთვის GLAM?
ჩემი სალონი ასოცირდება მყუდრო და საუკეთესო ინტერიერთან, სადაც ქალებსა და მამაკაცებს შეუძლიათ განიტვირთონ, გალამაზდნენ, მიირთვან უგემრიელესი ფინჯანი ყავა და შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ. მომხმარებელს ყოველთვის ხვდება ჩვენი კეთილგანწყობილი ადმინისტრატორი, რომელიც მუდმივად მზად არის კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ მომხმარებელს.
რა მნიშვნელობისაა თქვენთვის თქვენი საქმიანობა და როგორ გიდგათ მხარში ქართველი მეუღლე?
სალონი ჩემთვის ახალი და დადებითი ენერგიის მიღების წყაროა. ბავშვის გაჩენის შემდეგ, დიდი ხანი ვიჯექი შინ. ძალიან მეხმარება და გვერდით მიდგას ჩემი მეუღლე − ირაკლი. ის ხვდება, რომ ეს ჰობი კი არა, ნამდვილი საქმეა, რომლითაც ანთებული ვარ და ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროს არ წარმოადგენს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მომხმარებლები ბრუნდებოდნენ, იყვნენ კმაყოფილები და იცოდნენ, რომ მე და ჩემი გუნდი ვზრუნავთ მათზე. ზუსტად ამიტომ ვანიჭებ ამხელა ყურადღებას ერთჯერად სახარჯ მასალებს.
მეუღლესთან ერთად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდით მედგნენ ჩვენი მეგობრები − გიორგი და თათა, რომელთა შესახებ უკვე მოგიყევით. და, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები და საკუთარი და, რომლებიც ჩემი გულმხურვალე მხარდამჭერები არიან. ისინი უკრაინაში ცხოვრობენ და ძალიან დამეხმარნენ სალონის გახსნაში. უზომოდ მნიშვნელოვანია, როდესაც ოჯახი გენდობა, გიდგას გვერდით და გმუხტავს დადებითი ენერგიით.
დაბოლოს, განვითარების რა გეგმები გაქვთ?
ვფიქრობ, GLAM-ში კოსმეტოლოგის კაბინეტიც გაიხსნება. კარანტინმა ეს პროცესი შეგვიფერხა, თუმცა კოსმეტოლოგები უკვე შევარჩიე. ესაა ადამიანები სამედიცინო განათლებით და დიდი გამოცდილებით. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მსოფლიო ბაზარზე შემოსული ახალი პროდუქციით, თუმცა მომხმარებელთან არ გამოვიყენებთ, ვიდრე თავდაპირველად საკუთარ თავზე არ გამოვცდი. ასევე, სამომავლოდ ვგეგმავ ქსელის გაფართოებას და თბილისში კიდევ ერთი სალონის გახსნას.
სილამაზის სივრცე, beauty space
glam.tbilisi@gmail.com | Fb: glam.tbs | inst: glam_tbs
ტელ: +995 596 99 88 00
მის: ა.პოლიტკოვსკაიას 3, კორპუსი 15
(საცხოვრებელი კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“)