რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი წლების განმავლობაში არაჩვეულებრივ ფორმას ინარჩუნებს, მის ფანებს კი ხშირად უჩნდებათ კითხვა თუ როგორ ახერხებს კიმი სხეულის ფორმების შენარჩუნებას.
ვარსკვლავმა გადაწყვიტა ამ კითხვაზე პასუხი გაეცა და ტვიტერის მეშვეუბით ფანებს მისი დიეტა გაუმხილა. მან ერთ-ერთ გულშემატკივარს უპასუხა, რომ ყოველდღიურად ის წყალმცენარეებისგან დამზადებულ კოქტეილს მიირთმევს და ხორცს საერთოს აღარ ეკარება.
საუზმეზე კი ვეგეტარეანულ სოსისს, სალათს ან ვეგეტარეანულ ტაკოს მიირთმევს.
რაც შეეხება წვნიანებს, ვარსკვლავი აცხადებს, რომ მის კვების რაციონში მხოლოდ ბროკოლის ან სიმინდის წვნიანია.
ერთ-ერთ პოსტში მან განაცხადა, რომ ის არ მიირთმევს არაფერ ცხელს, ტკბილს და ცხარეს და შვილებიც ასეთ კვებაზე ჰყავს, თუმცა მისი უფროსი ქალიშვილი ნორთი დედისგან განსხვავებით თევზს მიირთმევს.