თანამედროვე კოსმეტოლოგია უკვე მრავალი წელია, საშუალებას გვაძლევს, ახალგაზრდა იერსახე დიდი ხნით გავიხანგრძლივოთ. კანის გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ბიორევიტალიცაზიაა. კლინიკა Skin Code Clinic of Aesthetic Medicine ის ესთეტიკური ცენტრია, რომელიც არა თუ ჩამოუვარდება მსოფლიო ბაზარზე არსებულ სიახლეებს, არამედ ერთ-ერთ ინოვატორადაც კი ითვლება საქართველოში თავისი გამორჩეული და წამყვანი პრეპარატებით.
ჩვენი კანის დატენიანებასა და სიჯანსაღეზე ჰიალურონის მჟავაა პასუხისმგებელი და ის ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მცირდება, სწორედ ამიტომაა, რომ ბავშვების კანი ნაზი და შევსებულია. ასაკის მატებასთან და ცხოვრების არასწორ წესთან ერთად, როდესაც ეს პროცესი ირღვევა, სახის კანი კარგავს სიმკვრივეს, ხდება მშრალი და ჩნდება პირველი ნაოჭები, ამიტომ სახის კანის მოვლით პროცედურებში აუცილებელია, ჩავრთოთ ბიორევიტალიზაცია (ჰიალურონის მჟავის ინექცია), რომელსაც შეუძლია დაბერების პროცესის შეჩერება.
ბიორევიტალიზაცია გვჭირდება როდესაც შეიმჩნევა კანის სიმშრალე, კანის არათანაბარი, რელიეფი, კანის არაერთგვაროვანი ფერი, პირველადი ნაოჭები, კანის ელასტიკურობის დაკარგვა, დარღვევა, დაქვეითება, თვალის გარშემო მუქი წრეები, აკნე, პოსტაკნე ნაწიბურები და პიგმენტაცია. აღსანიშნავია, რომ მას არანაირი ალერგიული ან სხვა სახის გვერდითი მოვლენა არ ახლავს. ის სტრუქტურულად ძალიან მიახლოებულია ჩვენს ორგანიზმში არსებულ ჰიალურონის მჟავასთან.
პროცედურის შედეგად კანის უჯრედები სტიმულირდებიან და მუშაობას ახალგაზრდა რეჟიმში განაგრძობენ. ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩატარება საუკეთესოა ნებისმიერ ასაკში და ყველა ტიპის კანის შემთხვევაში. თუმცა ყველაზე მეტად ეფექტური შედეგი მიიღწევა 30 წლის ზევით.