ქალთა საერთაშორისო დღის მოახლოებასთან ერთად მოიმატა მამაკაცების მხრიდან დაინტერესებამ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაახარონ თავიანთი მეორე ნახევარი, მეგობარი, და, დედა და ა.შ. Sorvella Perfume Georgia კი გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ ორიგინალურები. აღნიშნული ბრენდი მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სასიამოვნო სიახლეებით. ამდენად, იგი ზრუნავს თითოეულ მათგანზე, რაც კარგად ჩანს ბრენდის მიერ წამორდგენილი პროდუქციის ფასსა და ხარისხზე. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Sorvella Perfume Georgia-ს მენეჯერს ბელა აბაჯიანს.
როდის გამოჩნდა Sorvella Perfume Georgia ქართულ ბაზარზე?
პოლონური ბრენდი Sorvella Perfume, რომლის ქსელი მოიცავს მთელ ევროპას, საქართველოში ფუნქციონირება 2017 წელს დაიწყო. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყველა დიდ სავაჭრო ცენტრში. თბილისში: ისთ ფოინთი, გლდანი სითი მოლი და თბილისი მოლი. ბათუმში: ბლექ სი მოლი, ბათუმი მოლი და მეტრო სითი. ქუთაისში: ქუთაისი ქარვასლა და ფოთში: ფოთი მოლში. ასევე შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვებ-გვერდზე: www.sorvella.ge
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებელს ვთავაზობთ სუფთა პარფიუმს, რომელიც სუნს ინარჩუნებს რამოდენიმე დღის განმავლობაში. მომხმარებელთა ხელმისაწვდომობისთვის მათ ვთავაზობთ როგორც რეტრო, ასევე პრემიუმ და საშუალო კლასის სუნამოებს.
რა არის ის მთავარი ნიშა, რაც Sorvella Perfume Georgia-ს გამოარჩევა?
მთავარი ნიშა არის მაღალი ხარისხი და ოპტიმალური ფასი. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს როგორც სუნამოებით, ასევე მომსახურებით.
გვესაუბრეთ აქციების შესახებ.
მომხმარებელს ვთავაზობთ ფასდაკლებასთან ერთად მრავალ აქციას და საჩუქრებს.
სამომავლო გეგმები.
ჩვენი მიზანია, მოვიცვათ საქართველოს ყველა ქალაქი და მივიდეთ თითოეულ მომხმარებლამდე. ასევე გვაქვს სასიამოვნო სიახლე მარტის თვეში ვიხსნებით ისანი მოლში.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი