ალბათ გეცნობათ ფრაზა "ხვალიდან ვიწყებ დიეტას", "ორშაბათიდან ყველაფერი შეიცვლება", "ახალი წლის შემდეგ დიეტაზე ვარ" და სხვა მრავალი მსგავსი შინაარსის შემცველი წინადადება, რომელსაც ხშირად ვუმეორებთ საკუთარ თავს ჭამის დროს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობელებლად. ადამიანები ხშირად დღესასწაულების შემდეგ მკაცრს დიეტას იცავენ, რაც დამეთანხმებით რომ დიდხანს არ გრძელდება, ისინი კრძალავენ ორგანიზმისთვის საჭირო პროდუქტებსა და ნივთიერებებს, შედეგად კი წონას მარტივად იკლებენ, თუმცა მარტივადვე იმატებენ.
Intermittent fasting (IF) იგივე ინტერმიტირებული კვება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, პოპულარული და ეფექტური დიეტაა. ადამიანები მას არამხოლოდ წონის დასაკლებად, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც მიმართავენ. The New England Journal of Medicine-ის კვლევების თანახმად Intermittent fasting-ის კვების მეთოდი ამცირებს არტერიულ წნევას და ადამიანს სიცოცხლის გახალგრძლივებაში ეხმარება.
აღნიშნული დიეტა არ კრძალავს რომელიმე კონკრეტული საკვების მიღებას, არამედ დროის განსაზღვრას, თუ რა მონაკვეთებში უნდა მიაწოდოთ ორგანიზმს საკვები. Intermittent Fasting-ის სახელი შესაძლოა ჩვენთვის ნაცნონი არაა, თუმცა თავად დიეტა ადრეულ საუკუნეებშიც იყო ძალიან პოპულარული, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა სუპერმარკეტები და მაცივრები, ადამიანებისთვის საკვები დიდი ხნის განმავლობაში ხშირად მიუწვდომელი იყო, პარალელურად მათ ჩამოუყალიბდათ ერთგვარი ჩვევა ეჭამათ ერთსა და იმავე დროს.
გთავაზობთ Intermittent fasting-ის ორ ყველაზე პოპულარულ მეთოდს:
1. 16/8 მეთოდი - ეგრეთწოდებული Leangains პროტოკოლი: მოიცავს საუზმის გამოტოვებას და დღის განმავლობაში საკვების მხოლოდ 8 საათის განმავლობაში მირთმევას, (მაგალითად 12:00-იდან 20:00-მდე, ან 13:00-დან 21:00-მდე).
დიეტის პარალელურად კვირაში fasting-ის ორჯერ დაცვა სავალდებულოა (რაც ნიშნავს, რომ კვირაში ორჯერ, 24 საათის განმავლობაში უნდა იშიმშილოთ, დღეების ერთმანეთზე მიყოლება დაუშვებელია, პლუსი კი ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდაში მსგომარეობს).
2. 5:2 მეთოდი: მოიცავს კვირაში 2 დღის განმავლობაში 500-დან 600 კალორიამდე საკვების მიღებას, დანარჩენი დღეების განმავლობაში კი ჩვეულებრივ რეჟიმში ჭამას.
(აღნიშნული დიეტის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან და გაითვალისწინეთ რომ Intermittent fasting-ის დროს რამდენიმე თვეა საჭირო წონაში დასაკლებად, თუმცა შედეგი ხანგრძლივია, გისურვებთ წარმატებას!)