მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი საზოგადოებას ყოველდღიური სიახლეებით ანებივრებს. საუცხოო ფოტოსესიის შემდეგ, რომელიც მან მონაწილეობა ბრენდ Valentino-სთვის მიიღო, ამჯერად ვარჯიშის ვიდეოებს გვიზიარებს და გულშემატკივრებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებს.
ნაომიმ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას მისი სილამაზის საიდუმლოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორმაში ჩასადგომად ის დიეტას არასდროს მიმართავს. მისი ლამაზი სხეულის საიდუმლო ჯანსაღ კვებაში და ყოველდღიურ ვარჯიშშია.