შავი პანტერა ბოლო დროს საზოგადოების განსაკუთრებულ ყურაღებას იპყრობს. კამბოჯაში შესრულებული აფრიკული ცეკვის შემდეგ, ნაომიმ მონაწილეობა ბრენდ Valentino-ს საუცხოო გადაღებაში მიიღო, რომლისთვისაც საუცხოო ლოკაცია შეარჩიეს-ნიუ-იორკის მეტრო.
კემპბელი შავ-თეთრ ფოტოებში Valentino-ს ძვირფასი სამოსით და ჩანთით პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ნაომი ცნობილი ამერიკელი დიზაინერის მარკ ჯეიკობსის ქორწილს დაესწრო, სადაც ის შავ სამოსში იყო გამოწყობილი, რომელიც მის განსხვავებულ და დახვეწილ გარეგნობას მკვეთრად უსვამდა ხაზს.