ნაომი კემპბელი აფრიკაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა და კეიპტაუნის რამდენიმე სკოლა მოინახულა, მისი მთავარი მიზანი ბავშვების განათლების დონის ამაღლება და უკეთესი პირობების შექმნაა. სუპერმოდელის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ბავშვები სიხარულს ვერ მალავდნენ.
შავმა პანტერამ თეატრალური წრის ბავშვებიც მოინახულა და მათთან ერთად აფრიკული ცეკვა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ცეკვის ნიჭი მოდელს დედისგან ვალერი მორისისგან აქვს, რომელიც ცნობილი მოცეკვავე იყო.
სუპერმოდელთან სურათის გადაღების სურვილი უამრავ ბავშვს ჰქონდა, მართალია კემპბელმა სათითაოდ ყველასთან ვერ მოახერხა ფოტოს გადაღება, თუმცა საერთო კადრის დაფიქსირება მაინც შეძლო.