ქართული კულინარიული კონკურსის, „მასტერშეფის“ გამარჯვებული, ნუცა სურგულაძე სოციალური ქსელის მეშვეობით მის გულშემატკივრებს და კულინარიის მოყვარულებს სხვადასხვა კერძების მომზადების წესებს და რეცეპტებს ხშირად უზიარებს, ზოგჯერ კი მასთან სამზარეულოში შესაძლოა რომელიმე ქართველ ვარსკვლავსაც შევხვდეთ.
ამჯერად ნუცას სამზარეულოს მოდელი, ირინა ონაშვილი ეწვია, რომელმაც საზოგადოებას მარწყვის პანაკოტას თავისებური რეცეპტი გაუზიარა, რომელიც ნუცასთან ერთად მოამზადა.
შეგახსენებთ, რომ ეს არ იყო პრველი შემთხვევა, როდესაც ირინა ონაშილი და ნუცა სურგულაძე სამზარეულოში ერთად ფუსფუსებდნენ. გოგონები ერთმანეთს აპრილის თვეშიც შეხვდნენ და უგემრიელესი ბლინების რეცეპტიც გაგვიზიარეს.