დაგჭირდებათ:
1 ფინჯანი შაქარი
1 ფინჯანი არაქისის კარაქი
1 ფინჯანი კარაქი
1 ფინჯანი ყავისფერი შაქარი
2 კვერცხი
1 ვანილი
1/2 ფინჯანი ფქვილი
2 ჩაის კოვზი სოდა
1/4 ჩაის კოვზი მარილი
1/2 შეკვრა თხილი და 1/2 შეკვრა შოკოლადი
მომზადება: დიდ თასში კარაქი, არაქისის კარაქი და და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ დავამატოთ კვერცხი და ვანილი. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ფქვილი და მარილი. უკვე ბოლოს მიღებულ ოდნავ სქელ მასას შევურიოთ შოკოლადის ნატეხები და თხილი.
გამოვაცხოთ 350°-ზე 12-15 წუთის განმავლობაში, სანამ ორცხობილა ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს და უმარტივესი და ძალიან გემრიელი ორცხობილები უკვე მზადაა.
შოკოლადის ორცხობილებს ნებისმიერი ფორმა შეგიძლიათ მისცეთ, ინსპირაციისთვის გთავაზობთ ვიდეოს.