ახალი წლის დღეებში თითქმის ყველა ადამიანი მიირთმევს გემრიელ კერძებს და "მძიმე" საჭმელებს, რომელთა გადამუშავებაც კუჭ-ნაწყავის სისტემისთვის ერთბაშად არცთუ ისე მარტივია. ცდილობს ფორმაში ჩადგომას, თუმცა ზოგჯერ დარჩენილი დრო საკმარისი არაა წონაში დასაკლებად. წარმოგიდგენთ 3 დიეტას, რომელიც უმოკლეს დროში დაგეხმარებათ არასასურველი კილოგრამების მოსაშორებლად. (დიეტის დაცვამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ორგანიზმის მდგომარეობა, შესაძლოა რომელიმე პროდუქტი თქვენთვის მისაღები არ იყოს).
1. ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბანანი და რძე კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ერთ-ერთი საუკეთესოა. მთელი დღის განმავლობაში 1.5 ლიტრი რძე და სამი ბანანი გადაანაწილეთ თანაბრად საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე. ამ დიეტით დაიკლებთ დაახლოებით 2-3 კილოს. (დიეტის დაცვა 3-4 დღეზეა რეკომენდებული, რადგან არსებული პროდუქტები ეხმარება კუჭ-ნაწლავს გაწმენდაში).
2. ერთ-ერთი სწრაფი გზა წონაში დასაკლებად ეს მაწონია. მაწონი და მოხარშული უმარილო წიწიბურა დაგეხმარებათ უმოკლეს დროში (3 დღეში) 3-4 კილოგრამის დაკლებაში.
3. შავი შოკოლადი და უშაქრო ყავა. გადაანაწილეთ 100 გრამი სუფთა, შავი შოკოლადი და ყავა მთელი დღის მანძილზე. დიეტა დაგეხმარებათ, 3 დღეში დაიკლოთ 3 კილო. (დიეტის დაცვა ექიმის გარეშე არ არის რეკომენდებული).