ალბათ დამეთანხმებით, რომ სახლში იზოლირებულად ყოფნა კორონავირუსისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუმცა, სრულად სახლში გატარებულ დღეებს ხშირად არაჯანსაღ კვებამდე და ზედმეტ კილოგრამებამდე მივყავართ. ალბათ, მოსაწყენია და უკვე ერთფეროვანიც იმის თქმა, რომ "ტკბილეული და ცომეული ასუქებს", რადგან ეს ფაქტი უკვე თითქმის ყველა ადამიანმა ძალიან კარგად იცის.
1. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს, ეს "არასწორ ადგილას" ჭამაა. ალბათ ძალიან კომფორტულია, როდესაც საყვარელ ფილმს ჩართავთ და ტკბილეულთან ერთად მოკალათებულო ბედნიერად უყურებთ მას, თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ლოგინში ჭამა წონის მატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წოლის დროს გონება "ითიშება", ანუ ვერ ხვდება საკმარისი რაოდენობის საკვებს იღებს თუ არა, ამ დროს კი ადამიანი იმაზე მეტს ჭამს, ვიდრე ეს მას რეალურად სჭირდება.
2. ულუფების გაკონტროლება ყოველდღიურად თეფშის ზომითაც შეგიძლიათ. დიეტოლოგები გვირჩევენ, პირველ რიგში ავწონოთ ჩვენი საუზმე და ამის შემდეგ დავიწყოთ ჭამა. სასურველია საჭმელი დაიჭრას ან დანაწევრდეს, ბევრ და მცირე ზომის ნაწილებად. ამ დროს თვალი "ტყუვდება" და ტვინი იღებს ინფორმაციას, რომ თქვენ ბევრს ჭამთ.
3. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წონის მატებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ძილის ნაკლებობა ახდენს. ადამიანი დღის განმავლობაში ორგანიზმს საკმარისი დროით თუ არ ასვენებს, ამ დროს ის ეგრეთწოდებულ სტრესულ მდგომარეობაშია, შესაბამისად ხშირად შივდება და ძილის ნაკლებობის გამო სხეულში ცხიმი უფრო დიდი რაოდენობით წარმოიქმნება.