ახალი წლის დღესასწაულზე სხვადასხვა დეკორაციებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საახალწლო სუფრა, რომელსაც ოჯახის წევრები დიდი გულისყურით ამზადებენ. თუ თქვენ ერთ-ერთი ოჯახისწევრთაგანი ხართ, რომელიც კერძების მომზადებაში იღებს მონაწილოებას, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად გამოდაგებათ. იმ შემთხვევაშიც კი თუ დამწყები კულინარი ბრძანდებით შეგიძლიათ, თქვენი კულინაირიული გამოცდილება ახალ წელს ოჯახის წევრებისა და მეგობრების გაბედნიერებით დაიწყოთ.
ინგრედიენტები
ფქვილი - 250 გრ
კარაქი - 70 გრ
ყავისფერი შაქარი - 80 გრ
კვერცხი - 1 ცალი
კაკაოს ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
დაფქვილი ჯანჯაფილი - 1 ჩაის კოვზი
ახალადგახეხილი ჯანჯაფილი - 1 ჩაის კოვზი
დაფქვილი დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
დაფქვილი მიხაკი - 0,5 ჩაის კოვზი
სოდა - 0,5 ჩაის კოვზი
მომინაქრებისთვის
შაქრის ფხვნილი - 250 გრ
დიდი კვერცხის ცილა - 1 ცალი
თბილი წყალი - 2-3 სუფრის კოვზი
ლიმნის წვენი - 1 სუფრის კოვზი
საკვების საღებავები - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. დაჭერით კარაქი კუბიკებად, აურიეთ შაქართან და კვერცხთან მიქსერით 3 წუთის განმავლობაში.
2. მასას დაუმატეთ სოდა, კაკაო, სუნელები, ჯანჯაფილი და ფქვილი.
3. აურიეთ ეს ყველაფერი მანამდე, სანამ ერთ მასად არ იქცევა.
4. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში, რათა კარაქი გამაგრდეს .
5. მასის ნახევარი მოათავსეთ მაგიდაზე, მეორე ნახევარი მოათავსეთ მაცივარში.
6. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, მასა გადაახვიეთ სპეციალური ქარალდში და შედგით მაცივარში.
7. სპეციალური ფორმების დახამრებით გამოჭერით ფიგურები. იმისთვის, რომ ორცხობილები უფრო რბილი იყოს გადაუსვით მას კარაქი.
8. გამოაცხვეთ ორცხობილა 10 წუთის განმავლობაში
9. იგივე გაიმეორეთ მაცივარში შენახული მასისთვისაც.
10. ორცხობილის მორთვისთვის აურიეთ ყველა პროდუქტი, რომელიც მომინაქრებისთვის არის საჭირო, მიქსერით 10 წუთის განმავლობაში. შესამოწმებლად დანით გაჭერით ზედაპირი - თუ კვალი დარჩა 10 წამის განმავლობაში ესე იგი ორცხობილების მოხატვა უკვე შესაძლებელია.
11. მოხატვის შემდეგ 4 საათის განმავლობაში დაელოდოთ გაშრობას და საახალწლო ორცხობილებიც მზად არის.