გლინტვეინი - ტრადიციული საახალწლო სასმელი, რომელიც წითელი ღვინისა და სანელებლების საშუალებით მზადდება. გლინტვეინი ხშირად შეგვხვდება საშობაო ბაზრობებზე, თუმცა მისი მომზადება სახლის პირობებშიც არ არის რთული. საკმარისია მოიმარაგოთ ღვინო, დარიჩინი და ხილი. მათ კი ვისაც სტუმრების გაკვირვება სურს, შეუძლია უფრო რთულ რეცეპტს მიმართოს, რომელსაც ამ სტატიაში გაეცნობით.
1. გლინტვეინი ჯანჯაფილითა და თაფლით
ინგრედიენტები: 750 გრ წითელი მშრალი ღვინო, 750 გრ წყალი, 2 ვაშლი, 2 ფორთოხალი, 100 გ თაფლი, დარიჩინი, კარაქი, თხილი, ჯანჯაფილი, კარკადე და შავი ჩაი.
ეს ძალიან მარტივი რეცეპტია და ზარმაცი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად სასურველი. აადუღეთ წყალი დიდ ქვაბში, დაუმატეთ ჩაი და სუნელები. შემდეგ დაამატეთ ღვინო, ფორთოხალი და ვაშლი. გააცხელეთ ისე, რომ არ ადუღდეს, გადმოდგით ცეცხლიდან და დალიეთ.
2. მოკო-გლინტვეინი
ინგრედიენტები: 750 გრ წიელი ღვინო, 300 გრ შავი ყავა, 150 გრ შაქარი და 100 გრ კონიაკი.
გააცხელეთ ყავა 70-80 გრადუსამდე და დაუმატეთ წითელი ღვინო შაქრითა და კონიაკით. დალიეთ ცხელი. სურვილის შემთხვევაში მორთეთ დარიჩინის ჩხირებით.
3. აღმოსავლური გლინტვეინი
ინგრედიენტები: 400 გრ წითელი მშრალი ღვინო, 200 გრ გრეიფრუტის წვენი, 3 წვეთი ბიტერი, 3 წვეთი ფორთოხლის ესენცია, 15 გრამი თაფლი, თხილი და მიხაკი გემოცნებით.
აურიეთ ღვინო, ბიტერი და ფორთოხლის ესენცია ერთმანეთში. გაათბეთ ისე, რომ არ აადუღოთ. თეთრი ლაქების გაქრობის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან: სანებლებების არომატი ამ დროს უკვე შერწყმულია სასმელთან. დაუმატეთ თაფლი, თხილი და მიხაკი.