„ლეგატო“ ქართულ ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა. იგი დაარსების დღიდან ორიენტირებული იყო ხარისხსა და მომხმარებლის კომფორტზე. „ლეგატოს“ მმართველი ეკატერინა ჯალაღონია OK!-ისთან ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრენდი სტაბილურად ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან დაინტერესების მაღალ მაჩვენებელს და ნელ-ნელა უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
გვიამბეთ „ლეგატოს“ ასორტიმენტის ცვლილების შესახებ.
სულ რამდენიმე თვეა, რაც „ლეგატოს“ ქსელს ვმართავ ჩემს ახალ გუნდთან ერთად. გადავწყვიტეთ, სრულიად შეგვეცვალა ასორტიმენტი და მომხმარებლის წინაშე წარგვედგინა ახალი, განსხვავებული, პრემიუმხარისხის ფრანგული დესერტები. „ლეგატოს“ ბრენდშეფი გახლავთ ჩვენი ქვეყნის წარმატებული კონდიტერი ხათუნა ბაკურაძე, რომელმაც განათლება მიიღო საქართველოს კულინარიის აკადემიაში, შემდეგ კი კვალიფიკაცია აიმაღლა და სწავლა გააგრძელა კიევისა და პარიზის საკონდიტრო აკადემიებში. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში გამართულ „ლე ჟურნალ დე პატისიერის“ მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც 6 საუკეთესო მონაწილეთა შორის იასპარეზა და პროფესიონალი კონდიტერის სტატუსით დაბრუნდა. სწორედ ის ხელმძღვანელობს და ზრუნავს ასორტიმენტზე. ახალი მენიუ ინოვაციური შეთავაზება იყო ქალაქისთვის.
მთავარი ასპექტი, რომელზეც „ლეგატო“ ყველაზე მეტად კონცენტრირდება...
საკმაოდ დიდი ასორტიმენტი გვაქვს, მუდმივად ცვლილებების პროცესში ვართ და სეზონურად ვაახლებთ მენიუს. პროდუქციის მაღალი ხარისხი მომხმარებლისთვის იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამას ყოველთვის განსაკუთრებით უსვამენ ხაზს. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, ეს ჩვენი უპირობო წესია. რაც შეეხება ვიზუალს, ჩვენ ინდივიდუალური დესერტების ხაზით გამოვირჩევით და თითოეული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშია.
გვესაუბრეთ „ლეგატოს“ სადღესასწაულო ტორტების შესახებ.
ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც გრანდიოზულ ტორტს სთავაზობ მომხმარებელს, მისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს. „ლეგატოს“ გუნდს შემოუერთდა მაღალკვალიფიციური დიზაინერი იური ანთია, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მისი ნამუშევრები ნამდვილად აღაფრთოვანებს თითოეულ ჩვენს მომხმარებელს.
გაგვაცანით „ლეგატოს“ მენიუ.
ჩვენ გვაქვს იტალიური და ევროპული სამზარეულო, მენიუ აქაც განვაახლეთ და გვაქვს საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი კერძები. აღსანიშნავია ისიც, რომ პურის დიდი ასორტიმენტით ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც უსაფუარო პურია, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით არის დამზადებული და ჯანსაღი პროდუქტია.
გვესაუბრეთ პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებსა და შეკვეთის ადგილზე მიტანის სერვისზე.
ძალიან რთულ პერიოდში მოხდა ამდენი ცვლილება და დიდი შრომის ფასია ის, რომ უმოკლეს დროში დავამკვიდრეთ ახალი ასორტიმენტი და უკვე ძალიან ბევრი ჩვენს პროდუქციაზე შეყვარებული მომხმარებელი გვყავს. გვაქვს მიტანის საკუთარი სერვისი, რომელიც დღის განმავლობაში ემსახურება მომხმარებლებს. მათ აგრეთვე აქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის მეშვეობით შეუკვეთონ სასურველი პროდუქცია ღამის 3 საათამდე.
„ლეგატოს“ სამომავლო გეგმები.
საკმაოდ მიმზიდველი ლოკაცია აქვს „ლეგატოს“ სამივე ფილიალს. ვაკეში ერთ, ხოლო საბურთალოზე ორ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ქსელები წლებია უკვე წარმატებით მუშაობენ. გვაქვს სიახლე − საახალწლოდ ვგეგმავთ კიდევ ერთ ცენტრალურ უბანში, კერძოდ რუსთაველზე, შევჩენკოს პირველ ნომერში „ლეგატოს“ ახალი ფილიალის გახსნას.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: მაკა მეგრელიძე
განსაკუთრებული დესერტის შექმნისას ფიქრობ არომატზე, გემოს ბალანსზე,ფერთა გამაზე,სტრუქტურაზე და ვიზუალზე. ფრანგული დესერტების მომზადებისას ტექნოლოგიის ზუსტი ცოდნა და დეტალებზე ორიენტირება ძალიან მნიშვნელოვანია და მაინც, ერთად იწერება დესერტის ხარისხის უპირობო გარანტს, საუკეთესო პროდუქტი განაპირობებს.
ახალ წელს ახალი იმედით, სურვილებით და ჯადოსნური ამბების მოლოდინით ვხვდებით. სადღესასწაულო განწყობისთვის იჯადოქრეს „ლეგატოს“ კონდიტერებმა, თაფლისა და დარიჩინის თავბრუდამხვევი სურნელი დაატრიალეს და შექმნეს ჯანჯაფილის მყუდრო სახლები, თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის.
სადღესასწაულო დღისთვის ნამდვილ ფეიერვერკს მოგიწყობთ „ლეგატოს“ მთავარი დიზაინერი იური ანთია, რომელიც ნებისმიერი სირთულის დიზაინის ტორტს შეგიქმნით და კიდევ უფრო გაგილამაზებთ განსაკუთრებულ დღეს.