ალბათ დამეთანხმებით, რომ თვითიზოლაციის პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სახლში სხვადასხვა აქტრივობით დაკავდეს, იქნება ეს ვარჯიში, სახლის დეკორის შეცვლა, ფილების ყურება, კულინარიული საქმიანობა და ა.შ.
თუ დილით საკმარისი პროდუქტები არ გაქვთ, ან უბრალოდ გეზარებათ უსაშველოდ გრძელი რეცეპტებით ტკბილეულის მომზადება, გთავაზობთ უმარტივეს გზას, მხოლოდ 3 ინგრედიენტით დაამზადოთ ეგრეთწოდებული "ქაფქეიქი".
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დესერტისთვის კვერცხი და სოდა საჭირო სულაც არაა.
დაგჭირდებათ:
რძიანი შოკოლადი
რძე
ორეო, ან ნებისმიერი ორცხობილა
მომზადების წესი: გაადნეთ ერთი ფილა (დაახლოებით 90-100 გრამი) რძიანი შოკოლადი და დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი რძე. მასა აურიეთ. შემდეგ აიღეთ ორეო, დააბლენდერეთ და მას ცალკე დაუმატეთ რძე. ორივე მასა ერთმანეთში კარგად აურიეთ და გამოაცხვეთ.