ქართული კულინარიული პროექტის „მასტერშეფის“ მეორე სეზონნის გამარჯვებული, ნუცა სურგულაძე თვითიზოლაციის პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური გახდა. ის მის ინსტაგრამ გერდზე ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა კერძების რეცეპტებს და მის გამომწერებს სხვადასხვა კერძების მომზადების წესებს სათავაზობს.
ვიდეოებში, რომელსაც ნუცა აქვეყნებდა, ის სამზარეულოში მარტო ტრიალებდა, თუმცა როგორც ჩანს ახალგზარდა შეფმა ცვლილებების შემოტანა გადაწყვიტა და მის პირველ სტუმრად ქართველი მოდელი, ირინა ონაშვილი მოიწვია, რომელთან ერთადაც ბლინები გამოაცხო, რეცეპტი კი ვიდეოს აღწერაში გაგვიზიარა.