ესპანური საიუველირო სახლი Tous მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც ძვირადღირებულ კოლექციებს, ასევე შედარებით დაბალფასიან აქსესუარებს, რომელიც ყველანაირი ბიუჯეტის მქონე ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ბრენდმა ახალი ელექტრონული საათი Steel I-Bear გამოუშვა. ახალი საათი არის ძალიან მოდური და ამასთან ერთად საოცრად კომფორტული, რადგან მას შეუძლია მომხმარებელს აჩვენოს დრო, კვირის დღე და მაღვიძარაც კი. ამჟამად ბრენდის ახალი საათი ნაბიჯებს ვერ ითვლის, თუმცა მისი ელეგანტურობა ამ პროგრამის არ არსებობას აბალანსებს.