თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სმარტფონების გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნივთი კი შეიძლება თქვენს საუკეთესო დამხმარედ იქცეს თუ თქვენ მას სწორად გამოიყენებთ - ამისთვის კი მხოლოდ დამხმარე პროგრამების ჩაწერაა აუცილებელი. სწორად არჩეული პროგრამა დაგეხმარებათ უფრო გაიადვილოთ ცხოვრება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გადატვირთული დღის გრაფიკი გაქვთ და პირადი მდივნის ფუფუნება არ გაგაჩნიათ.
1. KillSwitch


ეს აპლიკაცია ძირფესვიანად ანადგურებს თქვენი ყოფილი შეყვარებულის ყველა სურათს თქვენი Facebook-დან.
2. Sleep Cycle

ეს არის მაღვიძარა, რომელიც აანალიზებს შენი ძილის ფაზებს და გაღვიძებს მაშინ, როდესაც ყველაზე ფხიზლად გძინავს, ასე რომ გაღვიძებისას ხარ დამშვიდებული და არ გაქვს გამოუძინებლობის შეგრძნება.
3. CardMunch

ეს აპლიკაცია სწრაფად ასკანერებს და შემდეგ ასევე სწარაფად ალაგებს ბიზნეს კარტებს - შეიძლება ეს აპლიკაცია შენს პერსონალურ დამხმარედაც კი იქცეს.
4. Goodreads

გახსოვდეს რა წაიკითხე, რა გინდა წაიკითხო და გაითვალისწინე სხვების რეკომენდაციები.
5. BillGuard

აპლიკაცია გვეხმარება პერსონალური ფინანსების უკეთ მართვაში, აკონტროლებს დანახარჯს და გიცავს ფინანსური აფიორისგან.
6. Scoutmob

ამ აპლიკაციამ ყოველთვის იცის სად იმყოფებით და გაწვდით საჭირო ინფორმაციას გარშემო მყოფი რესტორნების შესახებ.
7. HealthTap

ეს არის ექიმი თქვენს ტელეფონში! მიიღე რჩევები რიგში დგომის გარეშე...
8. Omvana

გეხმარება გახდე უკეთესი, მშვიდი და გაწონასწორებული, მოიშორო ზედმეტი სტრესი ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ აუდიო ჩანაწერების მოსმენაა საჭირო.
9. Mextures

ეს აპლიკაცია ფოტოების რედაქტირებისთვისაა განკუთვნილი. ის სხვადასხვა ეფექტის უამრავ კოლექციას შეიცავს, რაც შენს სურათს უფრო ლამაზად და დახვეწილად აქცევს.
10. Packing Pro

ეს აპლიკაცია მზრუნველი დედის ფუნქციას ასრულებს - ის გახსენებს თუ რა არ უნდა დაგავიწყდეს, როდესაც მოგზაურობის დრო დგება.
11. Mint

უადვილესი გზა შენი საბანკო ანგარიშების სანახავად. ეს აპლიკაცია ყველა საბანკო ანგარიშს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც თანხების უკეთ გადანაწილებაში დაგეხმარება.
12. myPill

ამ აპლიკაციის საშუალებით არასდროს გამოგრჩება წამლის დალევა!
13. Beautiful Me

ეს აპლიკაცია ამოწმებს შენი კანის ტონალობებს სხეულზე, მაკიაჟზე და თმაზე და გირჩევს თუ რომელი პროდუქტის გამოყენება იქნება საუკეთესო შენი სილამაზისთვის.
14. Textalyzer

პროგრამა ადგენს არის თუ არა ტექსტური შეტყობინება მანქანის მართვის დროს გაგზავნილი. ეს პროგრამა საავტომობილო ავარიების შესამცირებლად შეიქმნა
15. MINDBODY Connect

თუ შენ ეძებ იოგის გაკვეთილებს ღია ცის ქვეშ ან სხვა ფეისბუქის ჯგუფების, რომელიც რაიმეს შესწავლის მიზნით არის შექმნილი, ეს აპლიკაცია ნამდვილად შენთვისაა.
16. Pepperplate

აპლიკაცია შენი პირადი შეფ-მზარეულია, რომელიც გეხმარება რეცეპტების მოძიებაში, მენიუების გაკეთებაში, სადილების დაგეგმვაში და გაძლევს სხვა რჩევებს, რომელიც საჭმლის მომზადებისას გამოგადგება.
17. Circle of 6

გეხმარება მოსალოდნელი ძალადობის შემთხვევაში იყო დაცულად და არ დაკარგო კონტაქტი გარშემო მყოფებთან.
18. Clue

ეს პროგრამა ქალებს ეხმარება ციკლის სწორი თარიღების დადგენაში და ასევე აღნიშნავს ცვლილებებს თქვენს ხასიათში.
19. GateGuru

გეხმარება სტრესის გადალახვაში იმისთვის, რომ თვითმფრინავზე არ დაგაგვიანდეს.
20. Instapaper

ფილტრავს ყოველგვარ ქაოსს, რომელიც ინტერნეტ სტატიაში შეგხვდება, რათა მიიღო მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გჭირდება.





