iPhone 7 და iPhone 7 Plus 24 მარტიდან უკვე წითელი ფერის კორპუსითაც გაიყიდება. ახალი სერიის RED Special Edition-ს ფასი აშშ-ში 749 დოლარიდან დაიწყება.
Apple უკვე 10 წელია საქველმოქმედო პროექტ RED-თან თანამშრომლობს. წითელი ფერის აიფონების გაყიდვიდან შემოსული თანხით აფრიკაში მყოფ შიდსით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარებიან. 
მანამდე, ამ პროექტთან თანამშრომლობისას კომპანიამ წითელი ფერის ყურსასმენები და სხვა აქსესუარები გამოუშვა. Apple-ს დირექტორის განცხადებით, აიფონის კლიენტები ათი წელია ადამიანებს განკურნებაში ეხმარებიან.




				
				
				

                        
                                        
                                        
                                        

                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
					