მომხმარებელთა დიდი თხოვნის საპასუხოდ, ფეისბუქი “dislike” ღილაკის მორგებაზე მუშაობს. ახალი გამოსახულება ჯერ მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ნაწილს აქვს დამატებული.
მას შემდეგ, რაც მოწონება სხვადასხვა რეაქციების გამოხატვის შესაძლებლობაში გადაიზარდა, მრავალფეროვანი ემოჯების 300 ბილიონზე მეტი გამოყენება შეინიშნება.
"არ მოწონების" ღილაკი დატესტვის შემდეგ, ჯერ მხოლოდ მესენჯერს დაემატება: "ჩვენ გვინდა ჩათი მეტად გასართობი გავხადოთ, რათა ადამიანებმა ყველანაირი ემოციის გაზიარება შეძლონ."-აცხადებს ჯგუფი.
ნიუსფიდის შესახებ კი სოციალური ქსელი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ გადმოტრიალებული ცერა თითის დამატება ფეისბუქს ნეგატიურობას შესძენს.