ვისაც კი ვიდეოს ჩართვისას “Skip ad” ღილაკი გამოგიყენებიათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: YouTube ამ ნახევარ წუთს აღარ შეგაყოვნებთ.
Google-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2018 წლის დასაწყისში ამ რეკლამებს ბოლოს მოუღებს. 30 წამი, რომელსაც იძულებული ხარ უყურო, აღარ იქნება.
საიტის პლატფორმაზე მომუშავე ჯგუფი ხვდება, რომ ადამიანებისთვის იძულებითი რეკლამები კომფორტული არ არის, განსაკუთრებით კი მობილურში.
"ონლაინ მომხმარებლებისთვის, ჩვენ სარეკლამო ჭრების უკეთეს გადაწყვეტილებაზე ვმუშაობთ. მხარს ვუჭერთ 30 წამიანი იძულებითი რეკლამების გაქრობას და ფოკუსირებულები ვართ ფორმატზე, რომელიც მისაღები იქნება დამკვეთებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც."-აცხადებს ჯგუფი.
I