გიყვართ ძილის წინ საწოლში მეილისა და ფეისბუქის შემოწმება? გინდათ, გადაავლოთ თვალი დღის მოვლენებს? ამგვარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სულაც არ უზრუნველყოფს ტკბილ ძილს. პირიქით, ტელეფონის ეკრანის შუქი მელატონინის გამოყოფას აფერხებს. ეს უკანასკნელი კი ის ჰორმონია, რომელიც ძილს უზრუნველყოფს. შესაბამისად, ძილისთვის სულ ცოტა დრო რჩება. ღამეში კი 7-9 საათი ძილია საჭირო, რის გარეშეც ადამიანს უქვეითდება მეხსიერება და კარგავს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ძილის დეფიციტი ასევე დაკავშირებულია წონასთან: რეგულარული ძილის ნაკლებობისას უმჯობესდება მადა და ადვილად ვიმატებთ წონაში. ასე რომ, მოიშორეთ ტელეფონი ძილამდე მინიმუმ 1 საათით ადრე და აიცილეთ დამატებითი პრობლემები თავიდან.