სოციალურ სივრცეში საკმაოდ ხშირად გამოიყენება Emoji სხვადასხვა სახის ემოციის გამოსახატად. 2015 წლიდან ამ სიტყვის განმარტება ოფიციალურად გამოჩნდა ოქსფორდის ლექსიკონში.
 Karl Lagerfeld-ისა დაVersace-ს შემდეგ საკუთარი ახალი აპლიკაცია Comme des Garçons -მა  წარმოადგინა. საკუთარი Emoji-ს შექმნა  ფირმის საიმიჯო ხაზად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
რა  თქმა უნდა, მთავარ თემად  ფირმის  ლოგო  რჩება, თუმცა მცირე  დანამატებსა  და  მათ ახლებურ  ხედვაზე  პოლონელმა დიზაინერმა და არტისტმა,  ფილიპ  პაგოვსკიმ იზრუნა. ,,აპლიკაციაზე მუშაობა  უცნობი  და სასაიმოვნო პროცესი იყო, მიჭირს  შექმნი პროცესი სხვა  პროექტებს  შევადარო" – აღნიშნა მან.

აპლიკაცია ამ ეტაპზე   მხოლოდ  App  Store -ის  მომხმარებლისთვის  არის ხელმისაწვდომი, სახელით  Emoji  Comme  des  Garçons. მისი  ღირებულება ამ ეტაზე  79 ცენტია. ასევე, შესაძლებელია მისი  Imassage- ში გამოყენება.
2017 წელს  სარეკლამო  კომპანიები  რამდენიმე  მსგავსი  პროექტის  განხორციელებას  გეგმავენ. არსებობს მოსაზრება, რომ მომავალი წლის ბოლომდე  ცნობილ  სამოდელო სახლებს  საკუთარი, უნიკალური  Emoji აპლიკაცია  ექნებათ.

				
				
				

                        
                                        
                                        
                                        

                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
					